Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეიტსი მოელის, რომ 3-დღიანი სამუშაო კვირა ხელოვნური ინტელექტის წყალობით გახდება შესაძლებელი.
დღეს ბევრს ეშინია, რომ მანქანები ადამიანებს სამუშაოებს წაართმევენ და ბევრი უბრალოდ უმუშევარი დარჩება. თუმცა, გეიტსი ამას უარყოფითად არ უყურებს და მიაჩნია, რომ ხელოვნური ინტელექტი ჩვენ რუტინულ საქმეებში ჩაგვანაცვლებს და ზედმეტი შრომა აღარ დაგვჭირდება.
„თუ საბოლოოდ მიიღებთ საზოგადოებას, რომელშიც კვირის სამუშაო დღეების რაოდენობა სამია, ეს ძალიან კარგი იქნება. ეს საზოგადოებაზე დადებითად იმოქმედებს, გამოჩნდება მეტი თავისუფალი დრო, რასაც საინტერესო და შემეცნებით საქმიანობებს მივუძღვნით. მეტიც, თუ დაფიქრდებით, ცხოვრების მიზანი მხოლოდ სამუშაოს შესრულება არ არის”, – თქვა გეიტსმა.
ბილ გეიტსი არ არის პირველი ტექ ლიდერი, რომელსაც მიაჩნია, რომ ადამიანებს ხუთდღიანი სამუშაო კვირის ჩანაცვლება შეეძლებათ.
JPMorgan-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯეიმი დაიმონმა ცოტა ხნის წინ განაცახადა, რომ მშრომელების მომდევნო თაობას მხოლოდ 3,5-დღიანი სამუშაო კვირა ექნება.
იგივეს ფიქრობს ილონ მასკიც.
“შეგეძლება გქონდეს სამსახური, თუ ეს გენდომება. თუმცა, მომავალში ხელოვნური ინტელექტი თითქმის ყველაფერს შეძლებს”, — თქვა მასკმა ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოების სამიტზე.
შემცირებული სამუშაო კვირა უკვე არსებობს (ზოგისთვის)
ტექ გიგანტების პროგნოზების პარალელურად ზოგი უკვე სარგებლობს ასეთი “პრივილეგიით”.
America’s Got Talent-ის შემქმნელმა, საიმონ ქოუელმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მან შეწყვიტა პარასკევს მუშაობა, რადგან ეს “უაზრობაა”. ამასთან, მსხვილმა დამსაქმებლებმა, როგორიცაა Samsung, თანამშრომლებისთვის მეტი დასვენების დღეების გამოყოფა დაიწყეს.
ისლანდიაში ოთხდღიანი სამუშაო კვირა გამოიცადა. ექსპერტების თქმით, ყველაფერმა კარგად ჩაიარა და ახლა ამ ადამიანების 90%-ს სამუშაო დღეები ნამდვილად შეუმცირდებათ.
ამავდროულად, 2021 წელს, იაპონიის მთავრობის ყოველწლიური ეკონომიკური პოლიტიკის მითითებების თანახმად, კომპანიებმა თანამშრომლებს 4-დღიანი სამუშაო გრაფიკის არჩევის საშუალება უნდა მისცენ.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”