close
კულტურა

ხელოვნური ინტელექტის საშუალებით პიკასოს ნამუშევარი აღმოაჩინეს და აღადგინეს

ცნობილი მხატვრის, პაბლო პიკასოს ერთ-ერთი ნამუშევრის, „ბრმა კაცის სადილის“ (The Blind Man’s Meal) ქვეშ მეცნიერებმა აქამდე უცნობი ნახატი – შიშველი ქალის პორტრეტი აღმოაჩინეს. ნახატს კომპანია Oxia Palus-მა მიაგნო, რომელიც დაკარგული ხელოვნების ნიმუშების აღდგენაზე მუშაობს. მეცნიერებმა ნახატი რენტგენის საშუალებით აღმოაჩინეს, შემდეგ კი, მის აღსადგენად ხელოვნური ინტელექტი გამოიყენეს. საბოლოოდ, ნახატი 3D პრინტერის გამოყენებით ტილოზე დაბეჭდეს. კომპანია Oxia Palus-ის თანადამფუძნებლის, ჯორჯ ქენის განცხადებით, „მარტოხელა შიშველი“ პიკასოს ცნობილი "ლურჯი პერიოდიდანაა". „იმ დროს, როდესაც პიკასომ „მარტოხელა შიშველი“ და „ბრმა კაცის სადილი“ დახატა, ის ღარიბი იყო. სახატავი მასალები კი ძვირი იყო. სავარაუდოდ, ამით აიხსნება, რომ მან ახალი ნამუშევარი ძველზე გადაახატა,“- განაცხადა ქენმა.
პიკასოს „ახალი“ ნამუშევარი ლონდონის Deeep AI Art Fair-ზე რამდენიმე დღის განმავლობაში იყო გამოფენილი.

წყარო : cnn.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0