close
ტექნოლოგიები

ხელოვნური ინტელექტი და მომავლის პროფესიები

რა არის ხელოვნური ინტელექტი?

ხელოვნური ინტელექტი AI (Artificial Intelligence) არის კომპიუტერული მეცნიერებების სფერო, რომელიც ფოკუსირებულია შეასრულოს ისეთი დავალებები, რომელსაც ისტორიულად ადამიანის შრომა და ინტელექტი საჭიროებდა. ხელოვნური ინტელექტი გამოიყენება სხვადასხვა სფეროებში როგორიცაა ჯანმრთელობის დაცვა, ფინანსები, ტრანსპორტირება, გასართობი ინდუსტრია და სხვა. ხელოვნურ ინტელექტს აქვს პოტენციალი, რომ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში რევოლუციური ცვლილებები შეიტანოს და შეცვალოს ჩვენი ყოველდღიურობა – გააიოლოს საქმის კეთება და აამაღლოს შესრულებული სამუშაოს ეფექტურობა. ეს პროცესი გახლავთ მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის განუყოფელი ნაწილი, რომელიც მოსალოდნელია, რომ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში მნიშვნელოვან ცვლილებებს გამოიწვევს. შესაბამისად, ამ პროცესებში საზოგადოების და თითოეული ადამიანის მზადყოფნა და ადაპტაცია უმნიშვნელოვანესია. მაგალითისათვის, ხელოვნურმა ინტელექტმა გაამართლა ისეთ საშუალებებში, როგორიცაა ამაზონის „ალექსა“, „გუგლ ასისტენტი“, სმარტ ფონის „სირიდა სხვა, რომელიც ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში მნიშვნელოვნადაა შემოსული ახორციელებს სხვადასხვა დავალებების შეხსენებას, დროის კონტროლს, სხვადასხვა ინფორმაციებზე ხელმისაწვდომობას, მუსიკის მრავალფეროვნება და სხვადასხვა კითხვებზე პასუხები. ხელოვნური ინტელექტი მნიშვნელოვნადაა უკვე შემოსული მედიცინაში და ეხმარება ექიმებს, რომ უფრო სწორი და სწრაფი დიაგნოზები დასვან, მკურნალობა იყოს უფრო კომპლექსური და კვალიფიციური. მკვლევარებს ეხმარება სხვადასხვა მასალებზე მუშაობაში სხვადასხვა წამლებისა სამკურნალო საშუალებების შესახებ უახლესი ინფორმაციის მიღებაში და ა.შ.

ხელოვნური ინტელექტი და პროფესიები

პროფესიები, რომლებსაც ჩაანაცვლებს:

მოსალოდნელია, რომ ხელოვნურ ინტელექტს მნიშვნელოვანი გავლენა ექნება მომავლის პროფესიებზე და ადამიანის შრომაზე – კიდევ უფრო ბევრი სამსახური გახდება ავტომატიზებული და შეიქმნება ახალი მიმართულებები. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის კვლევების შესაბამისად გენერირებული ხელოვნური ინტელექტი მომავლის ადამიანის შრომაზე რევოლუციურ ზეგავლენას მოახდენს და ბევრი პროფესია აღარ იარსებებს, განსაკუთრებით ეს შეეხება: ჯანდაცვას, ფინანსებს, სატრანსპორტო სფეროს და გართობის სფეროს. მეორეს მხრივ, ის ასევე მნიშვნელოვან ზეგავლენას მოახდენს – საოფისე საქმიანობაზე, სხვადასხვა სერვისებზე, გაყიდვებზე, საწარმოო პროცესისა და საკვების სერვისებზე და სხვა მომსახურებებზე.

პროფესიები, რომლებიც შეიძლება ჯერჯერობით ვერ ჩაანაცვლოს:

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის შესაბამისად ხელოვნური ინტელექტი ნაკლებსავარაუდოა, რომ ჩაანაცვლებს ისეთ მიმართულებებს სადაც დავა, განხილვა, კრეატიულობა, ფიზიკრი მოხერხებულობა, ადამიანის ემოციური ინტელექტი იქნება საჭირო. ზოგიერთი პროფესიონალი ვარაუდობს, რომ მისი პროფესია დაცულია ხელოვნური ინტელექტის ზეგავლენისაგან ასეთები არიან აგრარული აღჭურვილობისა და შესაბამისი სამუშაოს შესრულების პროფესიონალები, მძიმე ტექნიკისა და ტრაქტორების ავტობუსების მძღოლები, პროფესიული განათლების მასწავლებლები, ექთნები, ექიმები, თერაპევტები, მრჩევლები, მუსიკოსები, მხატვრები, მწერლები და ჟურნალისტები. თუმცა, მეორეს მხრივ, ვიდრე ამ თემას მსოფლო ეკონომიკური ფორუმი ისევ შეეხება უნდა ითქვას, რომ ხელოვნური ინტელექტი ხელოვნების ნიმუშებს უკვე ქმნის და ხატავს სურათებს, შექმნა ელექტრონული მუსიკა, რომელიც მსმენელებისთვის 10ჯერ უფრო საინტერესო გახდა ვიდრე ადამიანის მიერ შექმნი და ეს მაშინ როცა ადამიანი ამას ქმნის მუზის შესაბამისად დღეების, საათების, კვირეებისა თუ თვეების განმავლობაში და ხელოვნური ინტელექტი ამას რამდენიმე წუთში აკეთებს. ასე, რომ ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები ადვილი მისახვედრია, რომ უსაზღვროა და რამე პროგნოზების გაკეთება ძალიან საფრთხილო და პირობითი.

სარგებელი ახალი პროფესიონალებისთვის

ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ხელოვნური ინტელექტი გაამდიდრებს და გაამრავალფეროვნებს ადამიანების საქმიანობას სხვადასხვა მიმართულებით, თუმცა პროცესი შეუქცევადია და მომავალში კიდევ უფრო მეტი სიახლეებია მოსალოდნელი. ის შექმნის ახალ შესაძლებლობებს მეტი სწავლისა და განვითარებისათვის და ახალ როლებსა და პროფესიებზე მოსარგებად. მომავალში მოსალოდნელია, რომ ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ცხოვრების ყველა ასპექტში შემოაღწევს და მნიშვნელოვანი იქნება მასთან ერთად თანაცხოვრების სწავლა და ეთიკური და მორალური ნორმების გათვალისწინება, რომ საზოგადოებამ რაც შეიძლება მეტი სარგებელი მიიღოს მისგან.

ხელოვნური ინტელექტი და რელიგია

ხელოვნური ინტელექტი და რელიგია არის საინტერესო თემა, რომელიც გულისხმობს, როგორ შეიძლება ტექნოლოგიურმა განვითარებამ ზეგავლენა მოახდინოს ადამიანების რწმენის კატეგორიებზე, სულიერებასა და შესაბამისად მათ ცხოვრებაზე. რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი, რასაც ის აუცილებლად შეეხება და უკვე შეეხო გახლავთ

რობოტი მღვდლები:

ზოგიერთმა რელიგიებმა უკვე გამოსცადეს რობოტი მღვდლების ფენომენი რომელიც რელიგიურ რიტუალებს ასრულებს – მაგალითად ლოცულობს, ქადაგებს, ადამიანების ნუგეშისცემა და მიცვალებულების მოსახსენებელი მსახურება. მაგალითად ბუდისტურ ტაძარს იაპონიაში ჰყავს სასულიერო პირი სახელად მინდარი, რომელსაც შეუძლია იქადაგოს გულის სუტრებთანდაკავშირებით. კვლევებმა აჩვენა, რომ რობოტი მღვდლები ადამიანების გარკვეული ნაწილისთვის უფრო პრაქტიკული და მისაღებია: თითქოს ისინი მეტად სამართლიანები, თანმიმდევრულები არიან ვიდრე ადამიანი მღვდლები. მეორეს მხრივ დება ავთენტურობის, გულწრფელობისა და სანდოობის, ემოციური ბმის პრობლემა.

სწავლებებისა და ქადაგებების ელექტრონული მონაცემთა ბაზა:

ფაქტობრივად ყველა რელიგიური სწავლება დღეს ელექტრონულად ხელმისაწვდომია, – ელექტრო წიგნები, აპლიკაციები და ვებგვერდები. ეს კიდევ უფრო მოხერხებულს, მრავალმხრივს და ონტერაქტიულს ქმნის ხელოვნური ინტელექტის საქმიანობას ამ მიმართულებით. მაგალითად ბიბლიის You ვერსიის 500 მილიონზე მეტი ჩამოწერაა განხორციელებული, რომელიც აუდიო ვერსიასაც გვთავაზობს, საკითხავებს, კალენდრებს და იძლევა გაზიარების საშუალებებსა. ბევრ ადამიანს და უფრო მეტად ახალგაზრდებს ელექტრონული ვერსია უფრო პრაქტიკული და გამოსადეგი მიაჩნიათ. ასევე ხდება მათი მორგება ინდივიდუალურ მოთხოვნებზე და უფრო პრაქტიკულია, ვიდრე ბეჭდვითი ვერსია. თუმცა, არის გარკვეული კატეგორია ადამიანებისა, რომელთაც მაინც ნაბეჭდი ვერსიების გამოყენება ურჩენიათ.

ხელოვნური ინტელექტის ეთიკა:

რაც უფრო მეტად ძლიერდება, იხვეწება და შეუქცევადი ხდება ხელოვნური ინტელექტი, მით უფრო მეტი ეთიკური კითხვები და გამოწვევები იბადება რელიგიური თვალსაზრისით რწმენებთან დაკავშირებით და თავად რელიგიური ლიდერების მხრიდანაც. მაგალითად როგორი იქნება ხელოვნური ინტელექტის დიზაინი, ვიზუალური ფორმა, მისი რეგულაცია და საზღვრები, შესაბამისობა რელიგიურ ღირებულებებთან და პრინციპებთან. როგორ მოხდება ხელოვნური ინტელექტის მიღება, დაცვა და დაფასება, როგორც პოტენციური აგენტი, ერთეული, პირი თუ რა ფორმით მოხდება მისი მიღაბა და გათვალისწინება? როგორ იქნება ხელოვნური ინტელექტი ინტეგრირებული, ჰარმონიზებული და შერწყმული რელიგიურდოქტრინებთან და რწმენასთან. მოგეხსენებათ, სხვადასხვა რელიგიას სხვადასხვა ხედვა გააჩნია და სხვადასხვა საკითხებზე და გარემოებებზე ინდივიდუალური მოსაზრება და პოზიციები, – რომელიც თეოლოგიურ სწავლებებზეა დამყარებული და სხვადასხვა მორალური და სოციალური ჩარჩოები გააჩნია.

გიორგი მიქანაძე
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
ბიზნეს საქმიანობისა და წარმატების ქოუჩი

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0