close
ტექნოლოგიები

ხელოვნურმა ინტელექტმა 20 წელიწადში შესაძლოა გლობალური ეპიდემია ან პანდემია გამოიწვიოს

ჯონ ჰოპკინსის, სტენფორდის და ფორდჰემის უნივერსიტეტების მკვლევარებმა განაცხადეს,რომ ხელოვნურმა ინტელექტმა (AI) მომავალში შესაძლოა გამოიწვიოს ახალი ეპიდემიები ან პანდემიები. მათ აღნიშნეს, რომ თანამედროვე ხელოვნური ინტელექტის მოდელებს აქვთ დიდი მოცულობის ბიოლოგიური მონაცემების დამუშავების უნარი, რამაც შეიძლება დააჩქაროს წამლების განვითარება და გამოიწვიოს საშიში პათოგენების შექმნა, იუწყება Fox News.

ხელოვნური ინტელექტის სასარგებლო შესაძლებლობების მიუხედავად, აქვს უარყოფითი მხარეც.

ტექნოლოგიის მრავალფეროვნება შეიძლება გახდეს საფრთხე – ბიოლოგიური მოდელი, რომელიც ქმნის კეთილთვისებიან ვირუსს გენური თერაპიისთვის, შეიძლება გამოყენებულ იქნას პათოგენების შესაქმნელად, რომლებსაც შეუძლიათ ვაქცინაციის შედეგად გამოწვეული იმუნიტეტის დაძლევა, – ნათქვამია სამეცნიერო ნაშრომში, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალში Science.

მეცნიერები მოუწოდებენ მთავრობებს, მათ შორის აშშ-ს მთავრობას, შემოიღონ მკაცრი რეგულაციები, რათა თავიდან აიცილონ ასეთი საშიში ბიოლოგიური აგენტების შექმნა და გავრცელება.

წყარო:

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0