“ჩვენს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა”
“გამოქვაბულში სპელეოლოგი ჩავუშვით, რომელმაც 5-6 მ-ზე ცენტრალური დარბაზი აღმოაჩინა, რომლის ფართობი დაახლოებით 15-20 კვმ-ია. ცენტრალური დარბაზი სხვა გამოქვაბულებში გადის. სამწუხაროდ, ყველა გასასვლელი ამოქოლილია”
ხვამლის მთავარ ციხე-ქვაბულში, მიწის პირიდან დაახლოებით 50 მ-ზე, 1939 წელს ცნობილი მთამსვლელი ალიოშა ჯაფარიძე ავიდა. მერე განაცხადა, – იქ არაფერიაო… მაგრამ, როგორც ჩანს, მთლად ასე როდია – ხვამლის ფანტასტიკურ კარს მიღმა ნამდვილად არის რაღაც მნიშვნელოვანი, რაც ჯერ არ ვიცით. 2007 წელს ხვამლი არქეოლოგმა გურამ გაბიძაშვილმა დაზვერა და ხვამლის მთავარი ციხე-გამოქვაბულის კედლებზე დახატული ციურ მნათობთა სქემა აღმოაჩინა: ცხენზე ამხედრებული ძველეგვიპტური ისიდა და ოსირისი (ნაყოფიერებისა და წყლის ღმერთები). შემდეგ ხვამლის შესახებ რეჟისორმა დავით გოგუაძემ დოკუმენტური ფილმი გადაიღო, სადაც სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს სქემა 5604 ვარსკვლავის განლაგებას ასახავს, – სწორედ ეს წელიწადი მიიჩნევა ქართველების წელთაღრიცხვის დასაწყისად, ვიდრე ქრისტემდე. და კიდევ ამ ექსპედიციის ერთი საოცარი ნიუანსიც: როგორც ბერძნული მითები ჰყვებიან, ხვამლის მთაზე მიჯაჭვული პრომეთეს გასათავისუფლებლად გმირი ჰერაკლე გაიგზავნა. მას ებრძანა, რომ პრომეთეს საპოვნელად მდინარე ფასისს (რიონს) აჰყოლოდა, იქ გამოქვაბულიდან გადმომდინარე ჩანჩქერი უნდა გადაეგდო, გამოქვაბულში შესულიყო და პრომეთე გაეთავისუფლებინა – ადგილობრივებმა მართლაც მიასწავლეს ექსპედიციას გამოქვაბული, საიდანაც წყალი წელიწადის სხვადასხვა დროს ხან ცხენისწყლის ხეობისკენ გადავარდება, ხანაც რიონისაკენ. ამ ექსპედიციამ ზღვის დონიდან 1888 მ-ზე არქეოლოგიური ნიშნული გააკეთა, – იქ უცნაური რაღაც იყო. მიწის ზედაპირზე ოდნავ გამოკვეთილი ნახევრად წრიული ქვის ყორის მსგავსი, რომელსაც ზემოთ სამი მხრიდან პიტალო ეხები (კლდის მასივები) გადმოჰფარებოდა. თუმცა იქაურობას დაახლოებით ერთი მეტრი სიმაღლის ბალახი ფარავდა (ხალხი ამბობს, რომ ეს ბალახი იმ ადგილას ამოდის, სადაც ამირანის (პრომეთეს) სისხლი წვეთავდა). სულ ახლახან კი ხვამლზე მორიგმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ გამაოგნებელი აღმოჩენები გააკეთა. გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს ხვამლის ექსპედიციის ხელმძღვანელთან, არქეოლოგ დავით სულხანიშვილთან:
“მიწის ზედაპირზე ოდნავ გამოკვეთილი ნახევრად წრიული ქვის ყორის მსგავსს, დაახლოებით ერთი მეტრი სიმაღლის ბალახი ფარავდა. ხალხი ამბობს, რომ ეს ბალახი იმ ადგილას ამოდის, სადაც ამირანის (პრომეთეს) სისხლი წვეთავდა” – ჩვენს გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა თითქოს არაფრისმთქმელი მიწისზედა წრიული რელიეფის გათხრისას მთელ კომპლექსს წავაწყდით. ის ორი წრიული და ერთი ნახევრად წრიული მშრალად ნაგები ქვის გალავნისაგან შედგებოდა. მსგავს წრიულ, ძვ.წ.-ით პირველი ათასწლეულის ნაგებობებს აფხაზეთშიც ვხვდებით, მაგრამ არა ისეთ დასრულებულ კომპლექსებს, როგორიც ხვამლის მთაზეა. რაც მთავარია, ყველა ეს კომპლექსი ებჯინება მღვიმე-გამოქვაბულს, რომლებიც ამჟამად ამოქოლილია.
სრულად :
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”