რის გამო არის უცნაური ჩოლუტეკას ხიდი, რომელიც ჰონდურასში მდებარეობს?
ხიდის სიგრძე, რომელიც მდინარე ჩოლუტეკაზე ააშენეს, 484 მეტრია, ის ცენტრალურ ამერიკაში მდებარეობს, რეგიონში, სადაც ხშირი და ძლიერი ქალიშხლებია. შესაბამისად, ხიდის კონსტრუქცია შეიქმნა იმისთვის, რომ ძლიერ ქარს გაუძლოს.
ხიდის მშენებლობა 1998 წელს დასრულდა და იმავე წელს, როდესაც ექსპლუატაციაში შევიდა, ცენტრალურ ამერიკას თავს დაატყდა ძლიერი ქარიშხალი და შემდეგ წყალდიდობა, რამაც ინფრასტრუქტურა დააზიანა, დაახლოებით 150 ხიდი და ათასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მაგრამ ჩოლუტეკას ხიდი გადარჩა თითქმის იდეალურ მდგომარეობაში.
საინტერესო სწორედ ის არის, რომ ხიდის ორივე მხარეს გზა უბრალოდ გაქრა და კიდევ უფრო შთამბეჭდავი კი ის არის, რომ მდინარე ჩოლუტეკამ ქარიშხლით გამოწვეული მასიური წყალდიდობის დროს კალაპოტი შეიცვალა და მდინარე ახლა აღარ გაედინება ხიდის ქვეშ, რის გამოც ხიდმა მალევე გაითქვა სახელი.
მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”