ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დააავდების ჩინეთს გარეთ გავრცელების გამო კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი.
ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ადჰანომ გებრეიესუსმა შეშფოთება გამოთქვა, რომ ვირუსი შესაძლოა ისეთ ქვეყნებში გავრცელდეს, სადაც სუსტი ჯანდაცვის სისტემაა.
ბოლო მონაცემებით, ფატალურმა ვირუსმა ჩინეთში 170 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 7700-ს გადააჭარბა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ინფიცირებულთა რიცხვი 1737-ით, დაღუპულთა რაოდენობა კი 38-ით არის გაზრდილი. ვირუსი მთელ ჩინეთში გავრცელდა.
ჩინეთის ფარგლებს გარეთ კორონავირუსის 105 შემთხვევაა გამოვლენილი, თუმცა ლეტალური შემთხვევები მხოლოდ ჩინეთში დაფიქსირდა.
ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. ვირუსი უკვე დაფიქსირდა ჩინეთის გარეთ: ტაილანდში, აშშ-ში, სინგაპურში, ჰონგ-კონგში, ნეპალში, ავსტრალიაში, ტაივანზე, მალაიზიაში, იაპონიაში, ტიბეტში, საფრანგეთში, სამხრეთ კორეაში, ინდოეთში, ფილიპინებზე, ვიეტნამსა და კანადაში.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთის ხელისუფლებამ პეკინში ახალი წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გააუქმა.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“