close
მსოფლიო

ჯანმოს დირექტორმა რუსეთს მოუწოდა, მოლაპარაკების მაგიდას დაუბრუნდეს და მშვიდობის მისაღწევად იმუშაოს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა რუსეთს მოუწოდა, კაცობრიობის გულისთვის მშვიდობის მისაღწევად იმუშაოს.

„ხვალ 50-ე დღე სრულდება მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ამ დროის განმავლობაში, 4.6 მილიონმა ლტოლვილმა დატოვა ქვეყანა. ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის ბავშვები. ჯანდაცვის 119 ობიედქტზე დადასტურებული თავდასხმა მოხდა. ჯანდაცვის სერვისები კვლავ მძიმედ არის შეფერხებული, განსაკუთრებით ქვეყნის აღმოსავლეთში. რუსეთს მოვუწოდებ, დაუბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდას და იმუშაოს მშვიდობისთვის“, – აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0