ევროპაში თინეიჯერი გოგონების მხოლოდ 33%აცხადებს, რომ ფსიქიკურად ჯანმრთელია, რაც შეეხება ბიჭებს, მათ შემთხვევაში აღნიშნული მაჩვენებელი 41 %-ია, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ახალ კვლევაშია აღნიშნული.
ჯანმო-ს ინფორმაციით, კვლევის – ჯანმთელობის მდგომაროება სკოლის ასაკის ბავშვებში- შედეგებმა აჩვენა, რომ 2014-2018 წლებში ევროპის ბევრ ქვეყანაში მოზარდებში ფსიქიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა.
„ოთხიდან ერთი მოზარდი აცხადებს, რომ კვირაში ერთხელ ნევროზსა და გაღიზიანებას გრძნობს და დაძინება უჭირს. მნიშვნელოვანი ფაქტორია მოზარდების სოციო-ეკონომიკური მდგომარეობა და სქესი. ხელმოკლე ოჯახის შვილებს ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მეტი პრობლემა აქვთ. გარდა ამისა, გამოკვლეული მოზარდი გოგონების მხოლოდ 33 პროცენტმაგანაცხადა, რომ ფსიქიკურად ჯანმრთელია, რაც შეეხება ბიჭებს, მათ შემთხვევაში აღნიშნული მაჩვენებელი 41 % იყო,“ – აღნიშნულია კვლევაში.
ჯანმო-ს ინფორმაციით, ევროპის იმ ქვეყნების დაახლოებით მესამედში, სადაც კვლევა ჩაატარეს,გაიზარდა იმ ბავშვების რაოდენობა, რომლებიც ზეწოლას სასკოლო მეცადინეობის გამო განიცდიან. ათიდან ერთი მოზარდი აცხადებს, რომ ბოლო ორი თვის მანძილზე კიბერბულინგის მსხვერპლი ერთხელ მაინც ყოფილა.
კვლევის ფარგლებში მოზარდების მიერ ინტერნეტისა და სოციალური ქსელების მოხმარების მონაცემებიც შეისწავლეს. კვლევამ აჩვენა, რომ რომ 2017-2018 წლებში მოზარდების 35%სოციალურ მედიას „ინტენსიურად“ მოიხმარდა. ამ კუთხით ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იტალიაში, 15 წლის ასაკის გოგონებში დაფიქსირდა და აღმოჩნდა, რომ მათი 63 % სოციალური ქსელების ინტენსიური მომხმარებელი იყო.
კიდევ ერთი საკითხი თინეიჯერებში ალკოჰოლისა და სიგარეტის მოხმარება იყო. აღმოჩნდა, რომ ალკოჰოლისა და სიგარეტის მოხმარების მაჩვენებელი 2017-2018 წლებში 35 % იყო, რაც 2014 წელთან შედარებით 3 %-ით ნაკლებია.
ცნობისათვის, მეცნიერებმა კვლევის ფარგლებში 11, 13 და 15 წლის ასაკის 22 000 სკოლის მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობა და სოციალური ქცევა შეისწავლეს.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”