close
კვლევებიმსოფლიო

ჯანმო-ს წარმომადგენელი – თუ ფიქრობთ რომ დაცული ხართ, იმიტომ, რომ კოვიდი უკვე გადატანილი გაქვთ, ეს ასე არ არის

თუ ფიქრობთ, რომ დაცული ხართ, რადგან კოვიდ-19 გადატანილი გაქვთ, ეს ასე არ არის და ნამდვილად მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა ვაქცინაცია ჩაიტარონ, მაშინაც კი, თუ ადრე კოვიდ 19-ით დაინფიცირებულები იყვნენ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ოფისის წარმომადგენელმა კეტრინ სმოლვუდმა განაცხადა.
მან მოქალაქეებს მოუწოდა, რაც შეიძლება სწრაფად აიცრან „ბუსტერ“ დოზით. ჯანმო-ს წარმომადგენლის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ წინასწარი მონაცემების თანახმად, კორონავირუსის ახალ, „ომიკრონ“ ვარიანტს მსუბუქი სიმპტომები აქვს, მას მძიმე დაავადების განვითარების პოტენციალი გააჩნია.
„ჩვენ დავინახეთ, რომ „ომიკრონს“, პოტენციურად, ხელახალი დაინფიცირების ხუთჯერ მეტი რისკი აქვს „დელტა“ ვარიანტთან შედარებით დავინახეთ, რომ ვაქცინები ხელს უშლის მძიმე დაავადების განვითარებას, მათ შორის „ომიკრონით“ დაინფიცირებულებს შორის. ასე რომ, არ იფიქროთ, რომ დაცული
ხართ ბუნებრივი იმუნიტეტით, ვაქცინები ყველაზე ძლიერი იარაღია, რაც ამჟამად კორონავირუსის წინააღდეგ საბრძოლველად გვაქვს,“- აღნიშნა კეტრინ სმოლვუდმა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტი მსოფლიოს 110 ქვეყანაშია დაფიქსირებული.
 
წყარო : Euronews
მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0