ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, მსოფლიოში ჰაერის დაბინძურება იმაზე სახიფათოა, ვიდრე ექსპერტებს აქამდე ეგონათ. ამის შესახებ BBC წერს.
ჯანმოს მონაცემებით, ყოველწლიურად ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული დაავადებების გამო მსოფლიოში 7 მილიონი ადამიანი იღუპება. ყველაზე დიდ ზარალს დაბალი და მცირე შემოსავლის მქონე ქვეყნები განიცდიან, რადგან ისინი ეკონომიკური განვითარების სფეროში წიაღისეულ საწვავს ეყრდნობიან.
ჯანმო ჰაერის დაბინძურებას მოწევისა და არაჯანსაღი კვების დონეზე აყენებს და ორგანიზაციის 194 წევრს კლიმატის ცვლილებებთან უფრო აქტიური ბრძოლისკენ მოუწოდებს.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”
გაზიარება: