მეცნიერებმა ტელესკოპ „ჯეიმს ვების“ დახმარებით სამყაროში უძველესი გალაქტიკა აღმოაჩინეს. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, გალაქტიკა GLASS-z13 (GN-z13) 13,8 მილიარდი წლის წინ მომხდარი დიდი აფეთქებიდან 300 მილიონი წლის შემდეგ შეიქმნა. GN-z13-ის სიგრძე 1 600 სინათლის წელიწადია. „ჯეიმს ვებმა“ აღმოჩენა NIRCam-ის გამოყენებით გააკეთა. ეს კამერა მას ყველაზე ადრეული ვარსკვლავებისა და გალაქტიკის სინათლის დაფიქსირების საშუალებას აძლევს.
აქამდე სამყაროში უძველეს გალაქტიკადGN-z11 ითვლებოდა, რომელიც ტელესკოპმა „ჰაბლმა“ 2015 წელს აღმოაჩინა. ის დიდი აფეთქებიდან 400 წელიწადში შეიქმნა.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”
გაზიარება: