ასტრონომებმა ტელესკოპ „ჯეიმს ვების“ მეშვეობით ადამიანისთვის ცნობილი ყველაზე შორეული ორგანული მოლეკულები აღმოაჩინეს. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.
ტელეარხის ცნობით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ამ ტელესკოპმა შორეულ სამყაროში კომპლექსური მოლეკულები იპოვა. კერძოდ, მოლეკულები გალაქტიკაში SPT0418-47 დაფიქსირდა, რომელიც ჩვენგან 12 მილიარდი სინათლის წელიწადის მანძილზე მდებარეობს.
აღმოჩენა ნათელს ჰფენს ადრეულ სამყაროში ქიმიურ შენაერთებს.
დედამიწაზე ეს მოლეკულები – პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადები შეიძლება ვიპოვოთ კვამლში, სმოგში, ჭვარტლში, ძრავის გამონაბოლქვში. ამ ორგანული შენაერთის საფუძველი – ნახშირწყალბადი სიცოცხლის ერთ-ერთ მშენებელ აგურად ითვლება.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”
გაზიარება: