close
ასტრონომია - კოსმოსი

ჯეფ ბეზოსთან ერთად კოსმოსში გასამგზავრებლად მომავალი ფიზიკოსი შეარჩიეს

ფრენა კოსმოსში მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთან ერთად – 18 წლის ფიზიკოსი სტუდენტი ოლივერ დამენი აპირებს, ჯეფ ბეზოსის Blue Origin-ის სუბორბიტალურ კოსმოსურ ფრენაში მიიღოს მონაწილეობა.

დამენიმ გადაწყვიტა, შეუერთდეს ოთხწევრიან სამოქალაქო ეკიპაჟს კოსმოსურ მოგზაურობაში. ფრენა სამშაბათს არის დაგეგმილი, ჩანაფიქრის განხორციელების შემთხვევაში კი ის გახდება ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი, ვინც კოსმოსში გაფრინდა.

აქვე გეტყვით, რომ დამენის გაუმართლა – ცოტა ხნის წინ, ეკიპაჟის ოთხეულს ერთ-ერთი წევრი გამოეთიშა. სიიდან ამოვარდა აუქციონის გამარჯვებული, მისი ვინაობა არ გახმაურებულა, სიიდან გარიცხვის მიზეზად კი “დაუზუსტებელი კონფლიქტი” დასახელდა. ამის შემდეგ კოსმოსური მოგზაურობისთვის აუქციონზე ყველაზე გადამხდელუნარიან მონაწილედ ოლივერ დემენი დასახელდა, უფრო დაზუსტებით თუ ვიტყვით – დამენის მამა, საინვესტიციო ფირმის ხელძღვანელია.

როგორც Reuters-ი წერს, სწორედ დამენის მამამ დაჯავშნა იმ ადამიანის ადგილი, რომელსაც მანამდე აუქციონზე 28 მლნ დოლარი ჰქონდა გამოტანილი.

ამ ეტაპზე, კოსმოსური ტურისტების შემადგენლობა ასე გამოიყურება – 82 წლის ნოვატორი ქალი-მფრინავი უოლი ფანკი, ჯეფ ბეზოსი და მისი ძმა მარკ ბეზოსი და ახლად შეძენილი წევრი, ყველაზე ახალგაზრდა ოლივერ დემენი.

Blue Origin-ის “ტვიტში” აღნიშნულია, რომ ოლივერ დემენის სურვილია, მფრინავის ლიცენზია მიიღოს, რათა ინოვაციების მართვისა და ფიზიკის შესასწავლად, ნიდერლანდების უტრეხტის უნივერსიტეტში ჩაირიცხოს.

მედიასაშუალებები წერს, რომ კოსმოსში მოგზაურობისთვის დამენის მამამ დიდი თანხა გაიღო, თუმცა ზუსტი ოდენობა არ სახელდება.

შვეიცარიის ბანკ UBS-ს პროგნოზით კი, კოსმოსური ტურიზმის ბაზარი 10 წელიწადში 3 მლრდ დოლარი ეღირება.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0