კომპანია „ამაზონის“ დამფუძნებელი მილიარდელი ჯეფ ბეზოსი საკუთარი კომპანიის Blue Origin– ის რაკეტა New Shepard– ით კოსმოსში გაფრინდა და დედამიწაზე წარმატებით დაბრუნდა.
სუბორბიტული ფრენა ტეხასის შტატში მდებარე Blue Origin-ის კოსმოდრომიდან განხორციელდა. ბეზოსის მოგზაურობა 10 წუთსა და 10 წამს გაგრძელდა. გაფრენიდან 2 წუთის შემდეგ რაკეტას კაფსულა გამოეყო და კოსმოსში, დაახლეობით 100 კილომეტრს მიაღწია.
„საუკეთესო დღე, რაც კი ოდესმე მქონია“,- განაცხადა დედამიწაზე დაბრუნებულმა მილიარდერმა.
ჯეფ ბეზოსის გარდა, ბორტზე იყვნენ მისი ძმა მარკი, ამერიკელი მფრინავი ქალი, 82 წლის უოლი ფანკი და 18 წლის ჰოლანდიელი სტუდენტი ოლივიე დეიმენი. ოთხივე მგზავრი დედამიწაზე უსაფრთხოდ დაბრუნდა. ფანკი ყველაზე ასაკოვანი ადამიანია მათ შორის, ვინც დღემდე კოსმოსში გაფრენილა, დეიმენი კი – ყველაზე ახალგაზრდა.
Blue Origin-ის მიერ შექმნილი რაკეტა New Shepard-ი კოსმოსური ტურიზმის მომსახურებისთვის არის განკუთვნილი.
პირველი ტურისტული სუბორბიტული ფრენა ბრიტანელმა მილიარდელმა რიჩარდ ბრენსონმა საკუთარი კომპანია Virgin Galactic-ის რაკეტით 11 ივლისს შეასრულა.
წყარო : BBC
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”