close
საქართველო

ჯიმ ქერიმ NFT ნამუშევარი შეიძინა, რომელზეც წყალტუბოს მიტოვებული სასტუმროა გამოსახული

ამერიკელმა მსახიობმა, ჯიმ ქერიმ შეიძინა შვედი არტისტების, რაიან კუპმანსისა და ალის ვექსელის შექმნილი მოძრავი NFT ნამუშევარი, რომელზეც წყალტუბოს მიტოვებული სანატორიუმია გამოსახული. მეტაფორულად ნამუშევარი მიტოვებულ სანატორიუმზე ბუნების ძალის გამარჯვებას ასახავს, სიურრეალისტურ შეჯახებას წარსულსა და მომავალს შორის, ისევე როგორც ფიზიკურ და ციფრულ სამყაროებს შორის.
მსახიობმა განაცხადა, რომ წყალტუბოს ერთ-ერთი მიტოვებული სანატორიუმის გაცოცხლებული ფოტო მისი პირველი NFT ნამუშევარია. იგი მადლობა უხდის ნამუშევრის შემქმნელს ბუნების ნატიფი და უმოწყალო გარდაქმნის ნაზად გამოსახვისთვის. პლატფორმაზე, სადაც ნამუშევარია განთავსებული, ვკითხულობთ, რომ წყალტუბო არის პოპულარული სამკურნალო ადგილი, რომელიც განთქმული იყო სამკურნალო წყლითა და მდიდრული სანატორიუმებით. ადგილი საბჭოთა პერიოდში დიდი პოპულარობით გამოირჩეოდა, მას სტალინი და სხვა მაღალჩინოსნები სტუმრობდნენ მოსკოვიდან. 90-იანი წლების შემდეგ, ოდესღაც გრანდიოზული ნაგებობები გაუკაცრიელდა.
NFT-ის ნამუშევრის ნახვას შემდეგ ლინკზე შეძლებთ – https://superrare.com/artwork-v2/the-wild-within—‘devotion’–30610

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0