close
კვლევები

ჯიუტი და ცელქი ბავშვები ზრდასრულ ასაკში წარმატებულები არიან და ადვილად მდიდრდებიან – კვლევა

ჯიუტი ბავშვის მშობლობა არ არის მარტივი. თუ თქვენს შვილს თავნებობა უყვარს და ცდილობს ყოველთვის „თავისი გაიტანოს“, ალბათ ფიქრობთ, რომ მისი აღზრდა ღამის კოშმარს ჰგავს.

ხანდახან უფროსები ვერ ხვდებიამ, რატომ იქცევა მოზარდი ასე, არ იციან, როგორ უნდა იურთიერთონ მასთან. მაგრამ მშობლებო, არ იდარდოთ და ნუ იფიქრებთ, რომ რაიმეს არასწორად აკეთებთ, რომ ბავშვს სწორად ვერ ზრდით. როგორც მეცნიერები ამბობენ, თუ თქვენი შვილი ცელქი, მოუსვენარი და ჯიუტია, თურმე ეს უნდა გახარებდეთ კიდეც, რადგანაც ეს ნიშნავს, რომ ის ძალიან ნიჭიერია და მომავალში წარმატებული იქნება.

მეცნიერებმა 1968 წელს 3000 ბავშვის მონაცემები შეისწავლეს. მოზარდების ასაკი 8-დან 12 წლამდე მერყეობდა. მკვლევრებმა შეაგროვეს მონაცემები მათი ინტელექტუალური განვითარების დონის, სკოლაში აკადემიური მოსწრების, შემეცნების უნარის შესახებ. შეისწავლეს ასევე მათი ოჯახების სოციალური სტატუსი, ყოველდღიური აქტივობები, ჩვევები და დამოკიდებულება სხვადასხვა საკითხისადმი.

40 წლის შემდეგ ნეცნიერებმა შეამოწმეს, თუ რას აკეთებდნენ ეს ბავშვები უკვე ზრდასრულ ასაკში. კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვებს, რომლებიც ხშირად ეწინააღმდეგებოდნენ მშობლებს, მიდრეკილნი იყვნენ ჯიუტი ხასიათის გამოვლენისკენ და ცდილობდნენ, რომ ყოველთვის თავისი გაეტანათ, ჰქონდათ ყველაფერზე თავიანთი აზრი, უფრო წარმატებული ცხოვრება ჰქონდათ ზრდასრულ ასაკში – იყვნენ წარმატებული ბიზნესმენები, ან მუშაობდნენ სხვადასხვა კომპანიაში მაღალ თანამდებობებზე.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0