close
მსოფლიოპოლიტიკა

ჯო ბაიდენმა ლტოლვილების მიღების წლიური ზღვარი გაზარდა 15 000-დან 62 500-მდე

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სახელმწიფოში ლტოლვილების მიღების წლიური ნორმა 15 000-დან 62 500-მდე გაზარდა. 15 000-იანი შეზღუდვა დაწესებული იყო წინა პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ, რაც ისტორიულ მინიმუმად ითვლებოდა. რაც შეეხება ბარაკ ობამას პრეზიდენტობის პერიოდს, ყოველწლიური ზღვარი 110 000 იყო, რაც შეცვალა რეკორდულად დაბალმა რიცხვმა ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში.

საარჩევნო კამპანიის დროს ჯო ბაიდენი აცხადებდა, რომ აუცილებლად გაზრდიდა დაწესებულ ნორმას, თუმცა ასეთი მასშტაბის გაფართოება პრაქტიკაში იოლი განსახორციელებელი არ იქნებოდა. აპრილის თვეში კი მან განაცხადა, რომ 15 000-იანი შეზღუდვა გამართლებულია ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე.

ბაიდენის აღნიშნულმა განცხადებამ საკითხის გააქტიურება და ლტოლვილთა სააგენტოების პროტესტი გამოიწვია. შესაბამისად, გადაწყდა რომ წლიური ზღვარი გაზრდილიყო 62 500-მდე, რასაც მოჰყვა განცხადებაც, რომ 15 000-იანი ზღვარი ნამდვილად არ პასუხობდა ამერიკის ღირებულებებს და თეთრი სახლის ადმინისტრაცია გეგმავს, რომ მომავალი წლისთვის ეს რიცხვი გაზარდოს 125 000-მდე.

თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება მკაფიო მესიჯია, რომ ლტოლვილების მიღება ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

გაზიარება:
fb-share-icon0