close
ეს საინტერესოამედიცინა

ჰავანას სინდრომის მსგავსი იდუმალი დაავადებით ვენაში ამერიკელი დიპლომატები დაავადდნენ

BBC-ს ინფორმაციით, აშშ-ს მთავრობა უკვე იძიებს ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ამერიკელი დიპლომატებისა და  საელჩოს ადმინისტრაციის თანამშრომლების უცნობი სინდრომით დაავადებას.

20-ზე მეტ ოფიციალურ პირს აღენიშნება ჰავანას სინდრომის მსგავსი სიმპტომები. ის ამოუხნელია, მაგრამ ამერიკელი მეცნიერები ამბობენ, რომ ეს, სავარაუდოდ, გამოწვეულია მიკროტალღური გამოსხივებით.

სინდრომი პირველად 2016-2017 წლებში დაფიქსირდა კუბაში. ჰავანაში ამერიკელი და კანადელი დიპლომატები უჩიოდნენ თავბრუსხვევას, წონასწორობის დაკარგვას, სმენის დაქვეითებას და შფოთვას. ამერიკამ კუბა დაადანაშაულა თავდასხმაში, ხოლო კუბა კატეგორიულად უარყოფდა ბრალდებას. 2019 წელს კი დაადგინეს, რომ ჰავანაში დიპლომატებს, რომლებიც დაავადდნენ, აღენიშნებოდათ ტვინის ანომალიები.

აღნიშნული პირველად ჟურნალ “New Yorker”- ში დაიწერა, რაც შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაადასტურა.

ვენა დიდ ხანია წარმოადგენს დიპლომატიური საქმიანობის ცენტრს და სახელმწიფოებს და რა თქმა უნდა, აშშ-საც ფართო დიპლომატიური კორპუსი ჰყავს იქ. ამჟამად ვენა მასპინძლობდა არაპირდაპირ მოლაპარაკებებს ირანსა და აშშ-ს შორის,  2015 წლის ირანის ბირთვული შეთანხმების აღდგენის მცდელობებზე.

წყარო: bbc.com

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

 

გაზიარება:
fb-share-icon0