ჰარვარდის მეცნიერი, ასტროფიზიკოსი და აეროკოსმოსური სფეროს ინჟინერი ვილი სუნი აცხადებს, რომ მათემატიკური ფორმულა სინამდვილეში ღმერთის არსებობას ამტკიცებს, – წერს DailyMail-ი.
მისი თქმით, ფიზიკური კანონები და სამყაროს პირობები იდეალურად უხდება სიცოცხლის არსებობას და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს ყველაფერი შემთხვევით მოხდა. მან ასევე აღნიშნა, რომ ანტიმატერია და მატერია ერთდროულად დიდი აფეთქების შემდეგ წარმოიშვა, თუმცა სამყაროში ნაკლები ანტიმატერიაა.
ვილი სუნმა ასევე აღნიშნა, რომ არსებული ასიმეტრია მატერიასა და ანტიმატერიას შორის სამყაროში მიუთითებს იმაზე, რომ არსებობდა ჩანაფიქრი. მან აღნიშნა, რომ ფიზიკასა და მათემატიკაში არსებობს ისეთი მომენტები, რომლებსაც არანაირი კავშირი არ აქვთ რეალურ სამყაროსთან, მაგრამ ისინი მაინც სწორია ისევე, როგორც კემბრიჯის პროფესორის პოლ დირაკის თეორია, რომელმაც ფიზიკის ცნობილი კანონები დაარღვია. დირაკს აინტერესებდა გაეგო, რატომ შეეძლოთ ნაწილაკებს სინათლის სიჩქარეზე უფრო სწრაფად მოძრაობა.
ატმოსფეროს ფენებში განლაგებულ კოსმოსურ სხივებზე დაკვირვების შემდეგ მეცნიერებმა ანტიმატერიის პირველი ნაწილაკები აღმოაჩინეს, რითაც დირაკის ჰიპოთეზა დამტკიცდა. მისმა აღმოჩენამ ფიზიკაში ახალი კარი გააღო, რომელიც ველის კვანტური თეორიით არის ცნობილი. 1963 წელს დირაკმა სამეცნიერო ჟურნალებში ღმერთი აღწერა, როგორც უმაღლესი დონის მათემატიკოსი.
„შესაძლოა, სიტუაციის აღწერა შეიძლება ასე, რომ ღმერთი არის უმაღლესი დონის მათემატიკოსი და მან სამყაროს აგებისთვის მოწინავე მათემატიკა გამოიყენა“, – წერდა დირაკი.
მეცნიერებამ დაამტკიცა, რომ გრავიტაცია შედარებით სუსტი რომ ყოფილიყო, სამყაროში ვარსკვლავები და პლანეტები ვერ შეიქმნებოდა, ან პირიქით, გრავიტაცია შედარებით ძლიერი რომ ყოფილიყო, სამყარო შავ ხვრელში შეიკუმშებოდა. ასევე, პროტონისა და ელექტრონის თანაფარდობა სხვაგვარი რომ ყოფილიყო და არა ისეთი, როგორიც არის, ვერც ფუნდამენტური ქიმია, ვერც დნმ იარსებებდნენ. ეს ყველაფერი კი, მეცნიერების აზრით, მიუთითებს იმაზე, რომ სამყაროს შექმნის ჩანაფიქრი არსებობდა.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“