close
სოფლის მეურნეობა

თურქი მეფუტკრე დათვებს თაფლის დეგუსტატორებად იყენებს

თურქეთის ქალაქ ტრაპიზონში მცხოვრები მეფუტკრე, იბრაჰიმ სედეფი დიდი ხნის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა, დათვები თავისი კუთვნილი სკებიდან თაფლის მოპარვას გადაეჩვია. შემდეგ კი გადაწყვიტა, პრობლემა ორიგინალური ხერხით მოეგვარებინა.

დათვები ტკბილეულის მოსაპოვებლად მეფუტკრეებს ხშირად სტუმრობენ. გამონაკლისი არც იბრაჰიმი ყოფილა. მტაცებელი ცხოველები წლების განმავლობაში არა მხოლოდ თაფლს იპარავდნენ, არამედ სკებსაც აზიანებდნენ.

თურქი მეფუტკრე იბრაჰიმ სედეფი. ფოტო: DHA
თურქი მეფუტკრე იბრაჰიმ სედეფი. ფოტო: DHA

გამუდმებული თავდასხმების შესაჩერებლად, სედეფმა სკებს რკინის მესერი შემოავლო, თუმცა, დათვებმა მისი გადაყირავება მოახერხეს. შემდეგი ნაბიჯი გისოსების ცემენტით გაამაგრება იყო, მაგრამ მტაცებლებმა მის ქვეშ მიწა ამოთხარეს და სკებს მაინც მისწვდნენ. მაშინ სედეფმა მათ სიახლოვეს ხილით სავსე ყუთები დაალაგა იმ იმედით, რომ დათვები მის ჭამას იკმარებდნენ და თაფლამდე აღარ მივიდოდნენ. სასურველი შედეგი თურქი მეფუტკრის არც ამ მცდელობამ მოიტანა. დაუპატიჟებელი სტუმრებების ვიზიტები თითოეულ ჯერზე სკების განადგურებით მთავრდებოდა.

განცდილი წარუმატებლობის შემდეგ, სადეფს თავში ახალი იდეა მოუვიდა. მან დათვების თაფლის დეგუსტატორებად გამოყენება გადაწყვიტა. მეფუტკრემ სკებთან კამერები დააყენა და მტაცებლებს ოთხი განსხვავებული ნუგბარით სავსე თასიც დაახვედრა, რომლებშიც წაბლის, ყვავილებისა და ანზერის თაფლთან ერთად, ალუბლის მურაბაც ესხა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0