საღეჭი რეზინას, შეუძლია თქვენს ნერწყვში ასობით ან თუნდაც ათასობით მიკროპლასტიკის გამოყოფა . ამის დასტურია ლოს-ანჯელესის კალიფორნიის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევა, წერს FoxNews.
„ჩვენ ვიყენებთ პლასტმასს ყოველდღე – ბოთლებს, კონტეინერებს, შეფუთვას. დროთა განმავლობაში ის იშლება მიკრონაწილაკებად, რომლებსაც შეუიარაღებელი თვალით ვერ ვხედავთ. ეს არის მიკროპლასტიკა”, – განმარტა სანჯაი მოჰანტიმ, სამოქალაქო და გარემოს ინჟინერიის ასოცირებულმა პროფესორმა.
აღნიშნულია, რომ მკვლევრებმა გამოსცადეს ბაზარზე არსებული 10 ბრენდის საღეჭი რეზინი – 5 სინთეტიკური და 5 ნატურალური. მათი სახელები სპეციალურად არ სახელდება.
მკვლევარმა განმარტა, რომ საღეჭი რეზინა მიიღება პოლიმერით, რომელიც პლასტმასის მსგავსია. მეცნიერის თქმით, ბუნებრივი საღეჭი რეზინის დროს იყენებენ მცენარეულ პოლიმერს, რომელიც მომხმარებელთა უმეტესობის აზრით უფრო უსაფრთხოა. თუმცა, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ამ ტიპის რეზინი ასევე შეიცავს მიკროპლასტიკებს.
„თავდაპირველად ვივარაუდეთ, რომ ბუნებრივი რეზინი იქნებოდა პლასტმასისგან თავისუფალი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს არასწორი იყო“, – თქვა ლიზა ლოუმმა, რომელიც ასევე მონაწილეობდა კვლევაში.
ყველა შემოწმებული რეზინის ზოლები შეიცავდა ერთსა და იმავე პოლიმერებს: პოლიოლეფინებს, პოლიეთილენ ტერეფტალატს, პოლიაკრილამიდს და პოლისტიროლს.
კვლევის მონაწილეებმა თითო-თითო ბრენდის შვიდი ცალი საღეჭი რეიზინი დაღეჭეს. თითოეული ნიმუშისთვის ღეჭა 4 წუთის განმავლობაში, რის შემდეგაც ნერწყვი შეგროვდა ანალიზისთვის.
შედეგებმა აჩვენა, რომ საშუალოდ, ერთი გრამი რეზინა შეიცავს 100 მიკროპლასტმასს. ერთი ღეჭვისას ნერწყვში 200-250 მიკროპლასტიკა გამოიყოფა.
„რას აკეთებს მიკროპლასტიკა, ჯერ დადგენილი არ არის. თუმცა უკვე დადასტურებულია, რომ ის ადამიანის ორგანიზმში გროვდება”, – აღნიშნა მეცნიერმა.
ვაშინგტონში კონდიტერების ეროვნული ასოციაციის წარმომადგენელმა განმარტა, რომ სურსათის უვნებლობა არის ნომერ 1 პრიორიტეტი საკონდიტრო კომპანიებისთვის, რომლებიც იყენებენ მხოლოდ სურსათისა და წამლების ადმინისტრაციის მიერ დამტკიცებულ ინგრედიენტებს.
„ამ პატარა საპილოტე კვლევის ავტორები ადვილად აღიარებენ თავიანთ პრესრელიზში, რომ არ არსებობს განგაშის საფუძველი. საღეჭი რეზინი ისეთივე უსაფრთხოა, როგორც ეს იყო ბოლო 100 წლის განმავლობაში”, – განმარტა მან.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”