ქალაქის ტელეფონებიდან მობილურ ტელეფონებზე დარეკვისას მოქმედი ფიქსირებული გადასახადები ყველა ქვეყანაში ინდივიდუალური წესით დგინდება და გამოითვლება შესაბამისად, რაიმე უნიფიცირებული ფორმულის არსებობა გამორიცხულია. აქედან გამომდინარეობს ის დიდი სხვაობებიც, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის შემთხვევებში ასე თვალშისაცემია.
წარმოდგენილი ჩამონათვალი მიუთითებს, რომ ქვეყნის განვითარების დონესა და მობილურ ტელეფონებზე დარეკვის ღირებულებას შორის არანაირი პირდაპირი კორელაცია არ არსებობს. უფრო პირიქით – აქ არანაირი ლოგიკა არ იკითხება:
ქვეყანა/ღირებულება(ცენტი/წუთი)
- ახალი ზელანდია –43,6
- ეგვიპტე –41,6
- პოლონეთი– 40,7
- შვეიცარია–38,6
- ესპანეთი–36,2
- ინგლისი–30,7
- პორტუგალია–29,9
- დანია –27,5
- ავსტრალია–27,0
- მექსიკა –25,0
მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”
გაზიარება: