11 წლის აუტიზმის სპექტრის მქონე მექსიკელმა ბავშვმა, რომელსაც აინშტაინზე მაღალი IQ აქვს, სისტემების ინჟინერიაში მაგისტრის ხარისხი აიღო და იმედოვნებს, რომ ერთ დღეს NASA-ს ასტრონავტი გახდება. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
ადჰარა პერეს სანჩესი, მეხიკოს ღარიბ უბანში გაიზარდა, სადაც თანატოლების დაცინვის ობიექტი ხშირად ხდებოდა. გოგონას ამის გამო სკოლა რამდენჯერმე შეუცვალეს.
ქალიშვილის დეპრესიისგან განსაკურნებლად, გოგონა დედამ სპეციალურ თერაპიულ კურსებზე დაარეგისტრირა, სადაც ურჩიეს, რომ ნიჭიერი ბავშვებისთვის განკუთვნილ სკოლაში (CEDAT) გაეგზავნა. სკოლაში დადასტურდა, რომ გოგონას IQ 162-ია, რაც ალბერტ აინშტაინის და სტივენ ჰოკინგისის ინტელექტის კოეფიციენტზე მაღალია.
გოგონამ დაწყებითი სკოლა 5 წლის ასაკში დაამთავრა, 1 წელში კი საშუალო სკოლის ატესტატიც აიღო. ის ახლა მექსიკის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მათემატიკის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობს და არიზონას უნივერსიტეტში ასტროფიზიკის შესწავლას გე
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“