ასტრონომთა განცხადებით, 11 სინათლის წლის მანძილიდან, უფრო კონკრეტულად, პატარა, მკრთალი ვარსკვლავიდან, უცნაური სიგნალები მოდის.
უკვე დიდი ხანია, საუბარი გრძელდება ამ სიგნალების შესახებ. როგორც ირკვევა, ისინი ვარსკვლავ როს 128-დან მოდის. ეს ვარსკვლავი წითელი ჯუჯაა. მასზე ბევრი არაფერია ცნობილი, გარდა იმისა, რომ მზეზე დაახლოებით 2800-ჯერ მკრთალია.
ექსპერტების თქმით, სავარაუდოა, რომ ეს სიგნალები არამიწიერ ცივილიზაციას ეკუთვნოდეს. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ გამორიცხვით არაფერს გამორიცხავენ.
ერთ-ერთი ამ საკითხზე მომუშავე მკვლევარი – აბელ მენდესი ფიქრობს, რომ, დიდი ალბათობით, ეს სიგნალი რაღაც ისეთს ეკუთვნის, რაც ადამიანებმა გაუშვეს კოსმოსში.
მენდესმა 12 ივლისს განაცხადა, რომ ეს სიგნალები ყველა სხვა სიგნალისგან გამორჩეულია – ,,არასდროს გვინახავს, თანამგზავრი მსგავს იმპულსებს გამოსცემდეს. ეს სიგნალები რაღაცით ძალიან განსაკუთრებულია”.
შესაძლოა, რადიოსიგნალების მიზეზი ვარსკვლავური აღგზნება ანუ ენერგიის ამოფრქვევა იყოს ვარსკვლავის ზედაპირიდან.
წყარო: Business Insider
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”