მკვლევარები აცხადებენ, რომ მათ კიბოს უჯრედების თვითგანადგურების გზას მიაგნეს. კალიფორნიაში მდებარე კიბოს ცენტრის მეცნიერებმა CD95-ის რეცეპტორში ცილა იპოვეს, რომელსაც კიბოს უჯრედების მოკვლა შეუძლია. CD95 დიდი ხანია განიხილება, როგორც “სიკვდილის რეცეპტორი”, რადგან მათ ისეთი სიგნალის გაგზავნა შეუძლიათ, რომელიც კიბოს უჯრედების “თვითგანადგურებას” იწვევს.
ჯოგენდერ ტუშირ სინგჰი, მიკრობიოლოგიის და იმუნლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი და კვლევის უფროსი ავტორი ახალი აღმოჩენით კმაყოფილია და იმედოვნებს, რომ ეს სიმსივნის მკურნალობაში გადამწყვეტ ნაბიჯად იქცევა.
“ახლად აღმოჩენილ თერაპიას, სიმსივნური უჯრედების მოკვლასთან ერთად, იმუნოთერაპიის ეფექტიანობის გაზრდაც შეეძლება. ეს სიმსივნის წინააღმდეგ მიმართული ორმაგი დარტყმა იქნება”, – ნათქვამია მკვლევართა განცხადებაში.
ექსპერტები იმედოვნებენ, რომ კიბოს სამომავლო მედიკამენტებს შეეძლებათ გააძლიერონ CD95-ის რეცეპტორების აქტივობა, რათა სიმსივნეების წინააღმდეგ საბრძოლველი ახალი იარაღი შეიქმნას, რომლებსაც ისტორიულად ქირურგიით, ქიმიოთერაპიით და რადიაციით მკურნალობდნენ. კვლევის ხელმძღვანელმა, ტუშირ სინგჰმა აღნიშნა, რომ კიბოს მკვლევარებს ახლა შეუძლიათ კლინიკური კვლევებიდან ადამიანის სიმსივნის ნიმუშები შეაგროვონ, რათა ამ აღმოჩენების გათვალისწინებით ახალი ანალიზი ჩაატარონ.
წყარო: nypost
მოამზადა: ანა სიბოშვილმა
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”