close
მსოფლიოპოლიტიკასამართალი

1500-მდე დაკარგულ იმიგრანტ ბავშვზე აშშ პასუხიმგებლობას არ იღებს

აშშ-ის ადამიანური და ჯანმრთელობის სერვისების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სტივენ უაგნერი, ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს CNN-თან ინტერვიუში აცხადებდა, რომ, ლტოლვილთა დასახლების ოფისის პროგრამების ფარგლებში, 1500-მდე იმიგრანტი ბავშვი განათავსეს დროებით თავშესაფრებში, რომლებთანაც ახლო კონტაქტი აქვთ ე.წ სპონსორებს. ამ განცხადებამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, მედიაში გავრცელდა მოსაზრება, რომ აშშ-ის საზღვართან ბავშვების უმეტესობას მშობლებს ძალადობრიად აცილებდნენ.

თავშესაფარში დარჩენის დროის ამოწურვის შემდეგ, ბავშვები იმ ადამიანებთან ნაწილდებიან ოჯახში, რომელთაც ახლო ურთიერთობები აქვთ თავშესაფარში მცხოვრებლებთან ამ პერიოდის განმავლობაში (სპონსორი). ის შეიძლება იყოს ბავშვის მშობელიც კი, ან ახლო ნათესავი, თუმცა, უაგნერის განცხადებით, ზოგიერთი ბავშვი არანათესაურ კავშირში მყოფ პიროვნებებთანაც იგზავნება საცხოვრებლად.

2017 წლის ოქტომბერსა და დეკემბერს შორის პერიოდში, თავშესაფრებში სულ 7635 ბავშვი ირიცხებოდა, თუმცა, ლტოლვილთა განსახლების დეპარტამენტმა 1475 ბავშვის შესახებ ვერ მოახერხა კონკრეტული ინფორმაციის მიწოდება მათი ადგილმდებარეობისა და სტატუსსის მომთხოვნი ორგანოსთვის. 28 ახალგაზრდა კი თავშესაფრიდან გაიქცა.

დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებით, ის არ არის დაკარგულ ბავშვებზე სამართლებრივად პასუხისმგებელი, როდესაც ბავშვები თავშესაფარს ტოვებენ და ენიჭებათ ახალი სტატუსი. შესაბამისი მონიტორინგისა და კონტროლისათვის დეპარტამენტს ბევრად მეტი ფინანსური, ადამიანური და მატერიალური რესურსი დასჭირდებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ პოტენციური სპონსორები წინასწარგაწერილი პროტოკოლის მიხედვით ფასდებიან, რათა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი ტრეფიკინგისა და სხვა მძიმე დანაშაულის რისკები, ზოგიერთის შეხედულებით, ეს პრაქტიკა არ არის საკმარისი იმიგრანტი ბავშვების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

წყარო: CNN.COM

მასალა მოამზადა: ცირა შვანგირაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid