close
ეს საინტერესოა

16 წლის გოგომ ოკუპირებული დონეცკის ტერიტორიიდან უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასასვლელად დანაღმული ველი გაიარა

16 წლის გოგონა, რომელიც დონეცკის ოკუპირებული ტერიტორიის მცხოვრებია, ამბობს, რომ თავისუფალ უკრაინაში სურს ცხოვრება. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს ინფორმაციას, რომ 16 წლის გოგო სადემარკაციო ხაზთან, ე.წ. დონეცკის ოკუპირებული ტეროტორიიდან, სოფელ  Verkhnotoretske-ს მახლობლად ამ სურვილით გამოცხადდა.

16 წლის გოგონა ბებიასთან ერთად სოფელ გორლოვკში, დონეცკის ოლქში  ცხოვრობს, რომელიც მისი მეურვეა და აქვთ ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის პასპორტი. პოლიციის განცხადებით, გოგონამ გადაკვეთა დანაღმული ველი და განზრახ მივიდა სოფელ Verkhnotoretske-ს  სადემარკაციო ხაზთან.

სავარაუდოდ გოგონას ნათესავები ჰყავს დასავლეთ უკრაინაში. მასზე ახლა ზრუნავს დონეცკის არასრულწლოვანთა პოლიცია და სოციალური სამსახური. გოგონასთან მუშაობენ ფსიქოლოგები. სანამ ყველა გარემოება დადგინდება, არასრულწლოვანი თავშესაფარში იქნება პოლიციისა და სპეციალური სამსახურის მეთვალყურეობის ქვეშ.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0