17 წლის ქართველი მოცეკვავე – გიორგი ფოცხიშვილი, რომელიც ბალეტისა და ქართული ცეკვის სინთეზის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია, ცოტა ხნის წინ მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში ბერლუსკონის საპატიო ჯილდოს აღების შემდგომ მოექცა, ახალგაზრდას, რომელიც სულ მალე საკუთარი პროფესიით სასწავლებლად ამსტერდამში გადავა საცხოვრებლად, ოჯახური დასის განსავითარებლად უკვე აქვს გეგმები, რომელთა შესახებაც თავად გვესაუბრება.
-გიორგი, მოგვიყევი როდის დაინტერესდი ცეკვით და რა გახდა შენი ყველაზე დიდი მოტივატორი?
-ჩემი ცეკვით დაინტერესება, უპირველეს ყოვლისა, ოჯახის დამსახურებაა, ჩვენ გვყავს დასი და შვიდი წლის ასაკში ქარტული ცეკვის შესწავლა დავიწყე, მოგვიანებით კი, თორმეტისამ მშობლების ინიციატივით ბალეტითაც დავკავდი, ვფიქრობ ქართული ცეკვისა და ბალეტის სინთეზი საინტერესო აღმოჩნდა. ჩემი მოტივატორი პირველრიგში არის დედა – მაია კიკნაძე, რომელიც ჩემთან ერთად სცენაზე ხშირად გამოდის და იძულებულივარ მაქსიმალურად დავიხარჯო, როდესაც მის გვერდით ვდგავარ. ბავშვობიდან მახსოვს მამაჩემის – გელა ფოცხიშვილის ცეკვა, რომელსაც კულისებიდან ვადევნებდი თვალს და ის ოვაციები, რომელიც მისკენ მოდიოდა, მსურდა თავადაც გამომეცადა ცხოვრებაში და საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი გადაიქცა მიზნად, რომლის ასახდენადაც დაუღალავად ვშრომობ.
–ცოტა ხნის წინ, მილანში გამართულ საბალეტო კონკურსში მონაწილეობდი
-დიახ, წელს მივიღე მონაწილეობა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ მარია ანტონიეტა ბერლუსკონის სახელობის კონკურსზე, რომლის ორგანიზატორებიც, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს სოციალური ქსელებში ჩემი აღმოჩენის შემდეგ დამიკავშირდნენ და მიუხედავად უკვე დასრულებული სარეგისტრაციო თარიღებისა, ჩამრთეს კონკურსში, რომელიც მილანში გაიმართა. ჩემთვის ესარისუდიდესიწარმატება, მსოფლიობალეტისმომავალივარსკვლავიასეშეაფასაპრესამდაჟიურიმჩემი გამოსვლა და ამ ყოველივემ კიდევ უფრო მეტი სტიმული შესძინა ჩემს საქმიანობას,
ავიღე ბერლუსკონის პირადი გრან პრიც და ის თავადაც ესწრებოდა კონკურსს.
-როგორც ვიცი, სულ მალე საზღვარგარეთ აპირებ სწავლის გაგრძელებას, გვიამბე რამდენად რთულია მსოფლიო ასპარეზზე ცეკვით გზის გაკვალვა.
-ჩემთვის საკმაოდ მოულოდნელ აღმოჩნდა, რომ მე-11 კლასიდან სწავლას ამსტერდამის ნაციონალური ბალეტის აკადემიაში გავაგრძელებ, რომლის დასრულების შემთხვევაშიც ბაკალავრის დიპლომსაც სწორედ ცეკვის მიმართულებით ავიღებ. შესარჩევი ეტაპისთვის ადგილზე ჩასვლა და გასინჯვის გავლა მომიწია, რის შემდეგაც სტიპენდიის მფლობელი გავხდი და რამდენიმე დღეში ამსტერდამში გადავალ საცხოვრებლად.
-გიორგი, ჯერ ძალიან ახალგაზრდა ხარ, საინტერესოა როგორ აღიქვამ საკუთარ თავს მომავალში?
-საკუთარ თავს ალბათ მომავალშიც ამ სფეროში ვხედავ და ვფიქრობ, რომ ცეკვა არის ჩემი პროფესია, რომელსაც ცხოვრების ბოლომდე გავყვები. მე მყავს ოჯახი და გვაქვს ქართული სამეფო ნაციონალური ბალეტი, რომელსაც სათავეში ჩემი მშობლები უდგანან და ჩემი მოვალეობაა, რომ გავაგრძელო მათი მოღვაწეობა, კიდევ უფრო განვავითარო მომავალში და ამაში ჩემიუმცროსი ძმაც დამეხმარება, რომელსაც ცეკვა ახალი დაწყებული აქვს.
მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”