close
ისტორია

17 წლის წინ დაკარგული მეშახტის ისტორია, რომელიც მიწის ქვეშ ცოცხალი იპოვეს

 

რამდენიმე წლის წინ მსოფლიო ერთმა გასაოცარმა ისტორიამ მოიცვა – იმ დრომდე 17 წლით ადრე, დასავლეთ ჩინეთში 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად მაღარო, სადაც 118 მაღაროს მუშა იმყოფებოდა, ჩამოინგრა. მას შემდეგ მაღაროს ეს ნაწილი დახურული იყო.

მიუხედავად ამისა, მუშების ნაწილმა მიტოვებულ ადგილას სამუშაო განაახლეს, სწორედ მაშინ, შემთხვევით აღმოაჩინეს მეშახტე, რომელიც სასიკვდილო ხაფანგში 17 წელი იყო.

59 წლის გადარჩენილი მეშახტე-  ჩუნგ ვაი – ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო და უახლოეს საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ექიმებმა მისი ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობა შეაფასეს.

ეს ნამდვილი სასწაული იყო – 118 მუშიდან ერთადერთი – ჩუნგ ვაი – გადარჩა. მიზეზი კი არის გამწოვი, რომელიც მას სუფთა ჰაერს აწვდიდა. გარდა ამისა, სავარაუდო ჩამონგრევის შემთხვევაში, მაღაროში პროდუქტების დიდი მარაგი იყო. მიუხედავად ამისა, მას ვირთხების და ტარაკნების ჭამა მოუწია.

ეს არის უნიკალური შემთხვევა, როდესაც ადამიანმა ასეთ ექსტრემალურ პირობებში ამდენი ხნით გადარჩენა შეძლო.

 

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid