საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) თანახმად, ხელოვნური ინტელექტის (AI) განვითარებამ, შეიძლება, მსოფლიოში სამუშაო ადგილების 40% შეამციროს. ზოგიერთი სამუშაო კი, შეიძლება, საერთოდ გაქრეს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა კრისტალინა გეორგიევამ მოუწოდა მთავრობებს, შექმნან სოციალური უსაფრთხოების ქსელები და გადამზადების პროგრამები ხელოვნური ინტელექტის უარყოფითი გავლენის შესამცირებლად.
„ხელოვნური ინტელექტი, სავარაუდოდ, გააღრმავებს უთანასწორობას, ამიტომ პოლიტიკის შემქმნელებმა უნდა იზრუნონ, რომ ამ ტექნოლოგიამ არ გამოიწვიოს სოციალური დაძაბულობა,” – წერს იგი დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის წინ, სადაც AI ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა იქნება.
გეორგიევას თქმით, ხელოვნური ინტელექტის გავლენა გაცილებით უფრო დიდი იქნება მოწინავე ეკონომიკებში, ვიდრე განვითარებად ბაზრებზე. ეს ნაწილობრივ იმის გამო მოხდება, რომ „თეთრსაყელოიანი” თანამშრომლები უფრო მეტად არიან რისკის ქვეშ, ვიდრე მუშები.
„ხელოვნური ინტელექტის აპლიკაციებს შეუძლიათ გადაჭრან ადამიანების წინაშე არსებული ძირითადი ამოცანები. ამან შეიძლება შეამციროს მოთხოვნა, რაც გამოიწვევს ხელფასების და დაქირავებულთა რაოდენობის შემცირებას“, – წერს გეორგიევა IMF-ის ანალიზზე დაყრდნობით.
გეორგიევა ასევე აღნიშნავს AI-ის გამოყენებით წარმოების და შემოსავლების გაზრდის შესაძლებლობებს.
„AI გარდაქმნის გლობალურ ეკონომიკას,” – წერს იგი.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”