close
გამოგონება - ინოვაცია

მეცნიერებმა ლაბორატორიაში გამოყვანილი ცხოველური უჯრედების გამოყენებით 3D პრინტერით დაბეჭდილი თევზის ფილე შექმნეს

ისრაელის კვების ტექნოლოგიის კომპანიამ, Steakholder Foods-მა განაცხადა, რომ ლაბორატორიაში გამოყვანილი და გაზრდილი ცხოველური უჯრედების გამოყენებით 3D პრინტერით დაბეჭდილი თევზის ფილე შექმნა.
თევზის ფილის შექმნის მიზნით კომპანია სინგაპურში დაფუძნებულ Umami Meats-თან თანამშრომლობს. Umami Meats-ი იღებ უჯრედებს – ამჯერად  ზღვის ქორჭილასგან – ზრდის მათ კუნთებად და ცხიმებად, შემდეგ ამატებს  „ბიო-მელანს“, რომელიც შესაფერისია სპეციალური 3D პრინტერებისთვის. შედეგად კი მიიღება ვიწრო ფილე, რომელიც ასახავს ზღვაში დაჭერილი თევზის თვისებებს.
Umami Meats-ი იმედოვნებს, რომ პირველ პროდუქტებს ბაზარზე მომავალ წელს გამოიტანს. უჯრედების გამოყვანა ჯერ კიდევ ძალიან ძვირია, რათა შეესაბამებოდეს ტრადიციული ზღვის პროდუქტების ღირებულებას, ამიტომ ამ დროისთვის თევზის უჯრედები განზავებულია ბიო-მელნის მცენარეული ინგრედიენტებით.
„რაც დრო გავა, ამ პროდუქტების დონე უფრო გაუმჯობესდება და მათ წარმოებასთან დაკავშირებული ფასები შემცირდება“, – განაცხადა Steakholder Foods-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, არიკ კაუფმანმა.

წყარო : reuters.com

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0