close
ასტრონომია - კოსმოსი

20 ახალი მთვარე! – სატურნის გარშემო ყველაზე ბევრი თანამგზავრი მოძრაობს

ამერიკელ მკვლევარებს თუ დავუჯერებთ, დღეს, 7 ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაციით, თანამგზავრების რაოდენობით, სატურნმა იუპიტერს აჯობა.

დოქტორ სკოტ შეფარდი, ვაშინგტონის კარნეგის სამეცნიერო ინსტიტუტიდან, რომელიც მკვლევართა გუნდს ხელმძღვანელობდა, ამბობს, რომ ბეჭდიანი პლანეტის ორბიტის გარშემო, 20 ახალი მთვარე ბრუნავს.

თავის მხრივ კი, ეს მაჩვენებელი, სატურნის თანამგზავრების რიცხვს 82-მდე ზრდის და ამით, იუპიტერის 79 თანამგზავრს უკან იტოვებს.

როგორც დოქტორი შეფარდი ამბობს, 1990 წლიდან, იუპიტერი იყო ყველაზე ბევრი თანამგზავრით ცნობილი.

მთვარეები ტელესკოპ სუბარუს გამოყენებით, მაუნა-კეაზე, ჰავაიზე აღმოაჩინეს.

სატურნის გარშემო ახლად აღმოჩენილი თითოეული ობიექტი ზომაში მსგავსია. მათი დიამეტრი, დაახლოებით, 5 კმ-ს, ანუ სამ მილს უდრის. 20 პლანეტიდან, 17 სატურნის საპირისპიროდ (რეტროგრადულად), ხოლო დანარჩენი 3 – სატურნის მიმართულებით მოძრაობს.

2 ახალ თანამგზავრს, პლანეტის გარშემო შემოსავლელად, 2 წელი სჭირდება მაშინ, როცა დანარჩენ 18 ახალ მთვარეს, 3 წელზე მეტი დროის დათმობა უწევს იმისთვის, რომ სატურნის ორბიტას შემოუაროს.

ამ მთვარეების ორბიტების შესწავლამ, შესაძლოა, მათი წარმოშობის შესახებ გვამცნოს და ასევე, სატურნის გარშემო არსებული პირობების შესახებაც მოგვცეს ინფორმაცია,  – ამბობს დოქტორი სკოტ შეფარდი.

ამ მცირე მთვარეების შესწავლისა და მათი მზის სისტემის დიდ პლანეტებთან ურთიერთქმედების შედეგად, ასტრონომებს შეუძლიათ, უპასუხონ კითხვებს, თუ როგორ ჩამოყალიბდა და განვითარდა ჩვენი სამყარო.

რეტროგრადულად მოძრავი მთვარეების ორბიტა სხვა, უკვე ცნობილი მთვარეების მსგავსია. ასტრონომები ეჭვობენ, რომ ეს მთვარეები, დიდი ალბათობაა, რომ გაცილებით უფრო დიდი მთვარის ნაწილები უნდა იყვნენ, რომელიც დიდი ხნის წინ დაიშალა.

ჩვენ ადრე ვფიქრობდით, რომ ისინი სატურნის მთვარეები იყვნენ, მაგრამ აქამდე ვერ შევძელით ამის დადგენა“, – დოქტორი შეფარდი.

როგორც დოქტორი შეფარდი ამბობს, ალბათ, სატურნის გარშემო, ბევრად მეტი მთვარე იტრიალებს. უბრალოდ, ასტრონომებს უფრო დიდი ტელესკოპები დასჭირდებათ, რომ 1 კმ ზომის, პატარა სატელიტების დანახვა და აღმოჩენაც შეძლონ.

რამდენიმე საათის წინ, მკვლევართა გუნდმა ახალი მთვარეების დასახელების კონკურსიც წამოიწყო.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0