ავსტრალიის დიდმა ბარიერულმა რიფმა შარშან დაახლოებით ერთი მესამედი დაკარგა.
მარჯნის გაუფერულებამ მსოფლიოს უდიდეს მარჯნის რიფის სისტემაზე მარჯნის მასიური შემცირება გამოიწვია.
გამოკვლევები აჩვენა, რომ მარჯნის 29 პროცენტი 2016 წელს დაიღუპა. ყველაზე დიდი დარტყმა პორტ დუგლასის ახლომახლო ტერიტორიას მიადგა, სადაც მარჯნის 70 პროცენტი დაიღუპა, თუმცა რიფის სამხრეთში გამოჯანსაღების პროცესი დაფიქსირდა.
უკანასკნელი შედეგები Marine Park Authority-ის, Queensland Parks Parks and Wildlife Service -ის, Australian Institute of Marine Science-ისა და ARC Centre of Excellence for Coral Reef Studies-ის მიერ ჩატარებულ კვლევებზე დაყრდნობით დაიდო.
ტემპერატურის შესამჩნევი ცვლილების გამო მარჯანზე მცხოვრები წყალმცენარეები გამოიდევნება, რაც მარჯნის გათეთრებას იწვევს.
ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 2017 წელს მარჯნის დაღუპვა კვლავ გაგრძელდება, მასზე უარყოფით ზეგავლენას მოახდენს ტროპიკული ციკლონის დეფიც.
მეცნიერები აცხადებენ, რომ კლიმატის ცვლილება მარჯნის დაკარგვის მნიშვნელოვანი გამომწვევი მიზეზია. ექსპერტები ტემპერატურის ზრდის შეჩერებისა რიფის დაზიანებისგან დაცვის მიზნით სათბური გაზების ემისიების შემცირების აუცილებლობაზე საუბრობენ.
წყარო: BBC
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”