დროთა განმავლობაში ადამიანის ბუნებრივი გარემო გარდაიქმნა, ეს შეუქცევად პროცესად იქცა და კვლავაც გრძელდება. მწვავე პრობლემად რჩება ტყეების გაკაფვა, რომლის შედეგადაც ირღვევა ეკოსისტემები, ნადგურდება ქარსაცავი ზონები და, ზოგადად, ბინძურდება ატმოსფერული ჰაერი.