მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ტემპებს თუ გავითვალისწინებთ, მართლები ვიქნებით თუ ვივარაუდებთ, რომ მომდევნო წელს კიდევ უამრავი საინტერესო და შთამბეჭავი სიახლე გველოდება, თუმცა მანამდე თვალი გადავავლოთ იმ მნიშვნელოვან ამბებს, რომელთა შესახებაც ამ წლის განმავლობაში შევიტყვეთ.
1. ჩვენ შევიტყვეთ, რომ 2040 წელს, შესაძლოა, კლიმატური კატასტროფის წინაშე დავდგეთ
გაეროს მიერ ჩატარებულმა კვლევამ, რომელშიც 40 ქვეყნის 91 მეცნიერი მონაწილეობდა, გამოააშკარავა, რომ თუ დედამიწაზე სათბურის გაზების გამოყოფა ამ ტემპებით გაგრძელდება, 2040 წლისთვის დედამიწის ატმოსფეროს ტემპერატურა 1,5 გრადუსით მოიმატებს, რაც მასიურ კატასტროფებს გამოიწვევს, საერთო ზარალი კი 54 ტრილიონ დოლარს მიაღწევს. ამ დრომდე მიიჩნეოდა, რომ კრიტიკული ზღვარი ტემპერატურის 2-გრადუსიან ცვლილებაზე გადიოდა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, 1,5 გრადუსი კატასტროფული შედეგების მისაღებად სავსებით საკმარისია.
2. ადამიანებს ახლა უკვე ახალი ორგანო, ინტერსტიტიუმი გვაქვს
2018 წელს მეცნიერებმა ადამიანის ორგანიზმში ახალი ორგანო, ინტერსტიტიუმი აღმოაჩინეს. ამ დრომდე მისი გარჩევა შემაერთებელი ქსოვილისგან ვერ ხერხდებოდა. როგორც აღმოჩნდა, ახალი ორგანო სხეულში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ზომისაა და მას ორგანიზმში სითხის განაწილება და გადატანა ევალება. სავარაუდოდ, ინტერსტიტიუმი ორგანიზმში მიმდინარე უამრავ პროცესშია ჩართული.
3. მარსის ზედაპირის ქვეშ თხევადი წყლის დიდი მასა აღმოვაჩინეთ
4. პირველად მოვახდინეთ მაიმუნების კლონირება
5. აღმოვაჩინეთ ცხოველი, რომელიც 30 წლის განმავლობაში გადაშენებულად ითვლებოდა
კენგურუ თაგვი პატარა, მიწის ქვეშ მცხოვრები ძუძუმწოვარია, რომელიც მექსიკის ჩრდილოეთში ცხოვრობს. ის უკანასკნელად 1989 წელს იყო შემჩნეული, ხოლო 1994 წელს მექსიკის მთავრობამ კენგურუ თაგვი გადაშენებულად გამოაცხადა. მოულოდნელად, მეცნიერებმა 2017 წელს ოთხი კენგურუ თაგვი აღმოაჩინეს. ექსპერტების თქმით, ეს აღმოჩენა დამაიმედებელია, რადგან ეს ნიშნავს, რომ ამ რეგიონში ბუნებრივი ეკოსისტემების აღდგენა მიმდინარეობს.
6. აღმოვაჩინეთ დინოზავრის ახალი, ამ დრომდე სრულად უცნობი სახეობა
7. NASA-მ ტყუპების შესწავლისას აღმოაჩინა, რომ კოსმოსში ყოფნა გენების ექსპრესიას ცვლის
8. 129 წლის შემდეგ, კილოგრამის ახალ განმარტებაზე გადავედით
9. აღმოვაჩინეთ სამყაროს ყველაზე კაშკაშა ობიექტი
10. აღმოვაჩინეთ, რომ ოზონის შრეს იმაზე სწრაფად შეუძლია აღდგენა, ვიდრე გვეგონა
11. აღმოვაჩინეთ სინათლის ახალი ტიპი
12. იუპიტერის გარშემო 12 ახალი მთვარე დავაფიქსირეთ
13. აღმოვაჩინეთ 90 000 წლის წინ დაბადებული გოგო, რომელსაც ნეანდერტალელი დედა და დენისოველი მამა ჰყავდა
მეცნიერებმა ციმბირში, დენისის გამოქვაბულში ძვლის ფრაგმენტები აღმოაჩინეს. ნამარხის შესწავლის შემდეგ გაირკვა, რომ ეს ინდივიდი ადამიანის ორი სხვადასხვა ქვესახეობის ნაჯვარი იყო. ეს ნიშნავს, რომ ადამიანთა ქვესახეობები ერთმანეთში იმაზე უფრო ხშირად ჯვარდებოდნენ, ვიდრე ჩვენ ვფიქრობდით.
13. ჰომო საპიენსის შექმნილი ყველაზე ძველი ნახატი
14. დავადგინეთ, რომ ხვლიკებს სიზმრები ესიზმრებათ
15. ერთნაირსქესიანი თაგვებისგან შთამომავლობის მიღება შევძელით
16. გავარკვიეთ, რომ მსოფლიოს უძველესი ცხოველი, მართლაც ცხოველი იყო
558 მილიონი წლის წინ ოკეანის ფსკერზე უცნაური არსება მოკვდა. მისი ოვალური ფორმის სხეული სიგრძეში დაახლოებით ხუთი სანტიმეტრია, მისი გვერდები კი სიმეტრიული “ნეკნებითაა” დაფარული. მეცნიერებმა მისი ნამარხი 1940-იან წლებში აღმოაჩინეს და მას შემდეგ მუდმივად მიდის დავა იმაზე, თუ რას წარმოადგენდა ეს არსება. არც ის იყო ადვილი გასარკვევი, საერთოდ მიეკუთვნებოდა თუ არა ის ცოცხალი ორგანიზმების სამეფოს. გასული 558 მილიონი წლის მიუხედავად, ავსტრალიელმა გეოფიზიკოსმა ილია ბობროვსკიმ შეძლო იმ მარტივი მოლეკულების დაფიქსირება, რომლებიც ერთ დროს ამ ორგანიზმში არსებობდნენ, რის შედეგაც დადგინდა, რომ დიკინსონია, (Dickinsonia) მართლაც ცოცხალი ორგანიზმი იყო.
17. აღმოვაჩინეთ, რომ ტირანოზავრები იმაზე უფრო პუტკუნები იყვნენ, ვიდრე წარმოგვედგინა
18. აღმოვაჩინეთ ნივთიერება, რომლითაც შესაძლოა მამაკაცებისთვის კონტრაცეპციის ახალი მეთოდი შევქმნათ
ამ დრომდე მამაკაცებისთვის განკუთვნილ კონტრაცეფციის აბებს სერიოზული გვერდითი ეფექტები ჰქონდა. მეცნიერებმა აღმოაჩინეს ნივთიერება, რომელსაც მამაკაცის ორგანიზმში ტესტოსტერონის დონის შემცირება უსაფრთხოდ შეუძლია.
19. აღმოვაჩინეთ უძველესი, 13 000 წლის ლუდი
ისრაელში არქეოლოგებმა ერთ-ერთ გამოქვბულში ლუდის ნარჩენები აღმოაჩინეს, რომლებიც 13 000 წლით დათარიღდა. ეს არის ადამიანების მიერ ალკოჰოლის დამზადების ყველაზე ძველი დოკუმენტირებული შემთხვევა.
20. ასტრონომებმა ბოლოსდაბოლოს დაადგინეს, საიდან მოდიან ნეიტრინოები