2018 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტს საკუთარი კალმის გამოყენება შეეძლება, არჩევით საგნებში გამოცდა მხოლოდ ქართულ ენაზე ჩატარდება, ასევე, ზოგადი უნარების ტესტის ფორმატი მცირედ განსხვავებული იქნება. განხორციელებული ცვლილებების შესახებ სტატიას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
მიმდინარე წელს ცენტრი აპლიკანტებს საშუალებას აძლევს, სურვილის შემთხვევაში, საკუთარი გელიანი (ტუშის) კალამი შეიტანონ გამოცდაზე.
ასევე, აბიტურიენტებს პროგრამებზე განაცხადების რაოდენობის შესახებ ინფორმაციის გაცნობა სპეციალური სისტემის მეშვეობით შეეძლებათ – რეგისტრაციის დაწყებიდან მოქმედებს გვერდი, სადაც განთავსებულია ყოველდღიურად განახლებადი ინფორმაცია კონკრეტულ პროგრამებზე განაცხადების რაოდენობის შესახებ.
გარდა ამისა, არჩევით საგნებში გამოცდა, მხოლოდ ქართულ ენაზე ჩატარდება–აბიტურიენტები არჩევით გამოცდებზე ტესტირებას რუსულ ენაზე ვეღარ გაივლიან.
2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის ზოგადი უნარების ტესტის ფორმატი მცირედით შეიცვალა. ტესტში ანალოგიები არა დამოუკიდებელი ბლოკის სახით, არამედ წაკითხული ტექსტის გააზრების დავალებების ბლოკთან ერთად იქნება წარმოდგენილი.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”