საქართველოში სულ მალე ინოვაციური ბლოკჩეინპლატფორმა - ,,ArtActive-ი” დაიწყებს ფუნქციონირებას, რომელიც ციფრულ ხელოვნებასა და ბლოკჩეინტექნოლოგიებს აერთიანებს და მომგებიან, ინოვაციურ ბაზას ქმნის
27 წლის გიორგი კურტანიძე პროფესიით ელექტრონიკის ინჟინერია. პოლიტექნიკური უნივერსიტეტი მიკროელექტრონიკის სპეციალობით დაამთავრა და საყვარელ საქმეს უკვე წლებია პროფესიონალურ დონეზე ემსახურება. ბავშვობის ადრეული წლებიდანვე იყო დაინტერესებული ყველაფრით, რაშიც კი ელექტროსადენი შედიოდა.