ფოტო: facebook ახალციხეში, რაბათის დასახლებაში მცხოვრებმა შავაძეებმა რემონტის დროს, ერთ–ერთ ოთახში იატაკის აყრის შემდეგ, სახლის ქვეშ ისტორიული აბანოები აღმოაჩინეს, თუმცა ამის შესახებ შესაბამის უწყებებს არ შეატყობინეს. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.