კორონავირუსის ეპიდემიამ ჩინეთში ჰაერის დაბინძურების დონის შემცირებას შეუწყო ხელი. ამის შესახებ BBC NASA-ზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ინფორმაციით, სააგენტომ თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა, რომლებზეც ჩანს, რომ იანვრიდან ჰაერში აზოტის დიოქსიდის დონე შემცირებულია. აზოტის დიოქსიდს ტრანსპორტი, ელექტროსადგურები და