ახალი ძლიერი ტელესკოპის საშუალებით, რომელიც მაუიში, ჰავაიზე ვულკან ჰალეაკალას თავზე მდებარეობს, მზის უპრეცედენტოდ დეტალური გამოსახულება გადაიღეს. აშშ-ის ეროვნული სამეცნიერო ფონდის
ბევრი ადამიანი პნევმონიას უფროსი ასაკის ადამიანებთან აკავშირებს, თუმცა ეს გახლავთ ინფექცია, რომელსაც მსოფლიოში უამრავი ბავშვის სიცოცხლე ეწირება. ორგანიზაცია „იუნისეფის“ მონაცემებით, პნევმონიით წელიწადში 5 წლამდე ასაკის 800,000-ზე მეტი ბავშვი იღუპება და აქედან 153,000 ჩვილია, რომლებიც აღნიშნული ინფექციის მიმართ განსაკუთრებით დაუცველები არიან. „იუნისეფის“ განმარტებით, მოცემული მონაცემები ნიშნავს, რომ პნევმონიით ყოველ 39 წამში ერთი ბავშვი იღუპება. სტატისტიკა შემაშფოთებელია, თუმცა, „იუნისეფი“ ამტკიცებს, რომ შესაძლებელია გარდაცვალების თითქმის ყველა შემთხვევის პრევენცია. რა იწვევს პნევმონიას? პნევმონია ფილტვების მწვავე რესპირატორული ინფექციაა. მას ერთი კონკრეტული მიზეზე არ გააჩნია. პნევმონია ვითარდება ბაქტერიისგან, ვირუსებისგან ან ჰაერში .... როდესაც ბავშვი ინფიცირდება, მისი ფილტვები სითხით ივსება და სუნთქვა უჭირს. ბავშვები, რომელთა იმუნური სისტემა მოუმწიფებელი ან სუსტია, დაავადების მიმართ უფრო დაუცველები არიან.