სოფიო პატარაია ევროპაში მოღვაწე ფიზიკოსია, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ მაქს პლანკის ინსტიტუტისა და მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორი გახდა, რის შემდეგაც ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში(CERN) "ATLAS" ექსპერიმენტზე დაიწყო მუშაობა.