ალბათ ბავშვობაში უმრავლესობას გვიოცნებია ბოლივუდის ან ჰოლივუდის ვარსკვლავი გავმხდარიყავით. ეს ოცნება შეიძლება რეალობად იქცეს სწორედ მაშინ, როდესაც ყველაზე ნაკლებად ველოდებით.
ვახტანგ გოგოხია 29 წლის ფინანსისტია, რომელმაც განათლება ტეხასის უნივერსიტეტის ფილიალში მიიღო, თუმცაღა, პარალელურად, IT-სპეციალობასაც ფლობს და დღეს მეგობრებთან ერთად პირველი ქართული კრიპტოვალუტის - „ოქროს საწმისის“ (“Golden Fleece”) შემქმნელადაც გვევლინება, საკუთარი