სამეგრელოში, წალენჯიხის რაიონში, არქეოლოგიური გათხრებისას შუასაუკუნეების დარბაზული ტიპის მცირე ზომის ეკლესია აღმოაჩინეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, არქეოლოგების ყურადღება სოფელ მუჟავაში ჩვინარეს ხეობაში, დაახლოებით ერთი კილომეტრის მანძილზე შემაღლებულმა ადგილმა მიიქცია.