2024 წლის ზაფხული ყველაზე ცხელი გახდა ამინდზე დაკვირვების ისტორიაში. მონაცემებს Reuters-ი ევროპის კლიმატის ცვლილების კონტროლის სამსახური „კოპერნიკზე“ დაყრდნობით აქვეყნებს.
ივნისში, ივლისსა და აგვისტოში ჰაერის საშუალო ტემპერატურამ +16,8 გრადუსი ცელსიუსი შეადგინა, რაც 2023 წელს დაფიქსირებულ რეკორდულ მაჩვენებელზე 0, 03 გრადუსით მეტია.
აღინიშნება, რომ პლანეტაზე კლიმატის ცვლილება კატასტროფების გამომწვევი მიზეზი ხდება. მაგალითად, სუდანში აგვისტოში ძლიერი წვიმით გამოწვეულმა წყალდიდობამ 300 ათასზე მეტი ადამიანი დააზარალა, ასევე ხელი შეუწყო გვალვას იტალიის კუნძულებზე – სიცილიასა და სარდინიაზე, გააძლიერა ტაიფუნი „გაემი“, რომელსაც ტაივანსა და ჩინეთში ივლისში 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”
გაზიარება: