close
არქეოლოგიაისტორიაკულტურა

არქეოლოგებმა ისრალში „ბრინჯაოს ხანის ნიუ-იორკი“ აღმოაჩინეს

არქეოლოგებმა თელ – ავივის ჩრდლოეთით 5,000 წლის ქალაქი აღმოაჩინეს. ისრაელის სახელმწიფოს სიძველეთა დაცვის ორგანიზაციამ ქალაქს „ბრინჯაოს ხანის ნიუ-იორკი“ უწოდა.

მეცნიერთა განმარტებით, ქალაქი 65 ჰექტარ ტერიტორიაზე იყო გაშენებული და იქ 6,000-მდე ადამიანი ცხოვრობდა.

უძველესი ქალაქის ტერიტორიაზე მეცნიერებმა საცხოვრებელი და საზოგადოებრივი ტერიტორიები, ქუჩები და საფორტიფიკაციო ნაგებობები აღმოაჩინეს. ნაპოვნია ასევე  უჩვეულო სარიტუალო ტაძარი და დამწვარი ცხოველების ძვლები, რომლებიც სავარაუდოდ, შესაწირავად გამოიყენებოდა. აღმოჩენილია ასევე ქანდაკებების, ჭურჭლის და ხელსაწყოების ნაწილები.

არქეოლოგების თქმით, ქალაქის მოსახლეობა სოფლის მეურნეობით იყო დაკავებული და სხვა რეგიონებსა და სამეფოებთან სავაჭრო ურთიერთობებსაც აწარმოებდა.

მკვლევარების აზრით, 5000 წლის ნანგრევების დახვეწილობა მიზანმიმართულ ქალაქგეგმარებაზე მიუთითებს. მათი თქმით, ამ ზომის ქალაქის არსებობა შეუძლებელი იქნებოდა „ხელმძღვანელისა და ადმინისტრაციული მექანიზმის” გარეშე.

აღმოჩენას დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ამტკიცებს, რომ დღევანდელი ისრაელის ტერიტორიაზე ურბანულ დასახლებები გაცილებით უფრო ადრე გაჩნდა, ვიდრე აქამდე მიიჩნევდნენ. მკვლევარები მიიჩნევდნენ, რომ ბრინჯაოს ხანაში, რომელიც ძვ.წ.აღ.-ის 3,200- 1,200 წლებში გრძელდებოდა, დომინანტურ სოციალურ საცხოვრებელს მჭიდროდ დასახლებული სოფლები წარმოადგენდა.

წყარო : dw.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0