close
კვლევებიმედიცინა

საფრანგეთში კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელიც 46 მუტაციის მატარებელია

მეცნიერებმა საფრანგეთში კორონავირუსის ახალი, B.1.640.2, ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელიც 46 მუტაციის მატარებელია და პოტენციურად შემაშფოთებელი ვარიანტია.
მეცნიერებმა ახალ ვარიანტს IHU უწოდეს. ბოლო მონაცემებით, საფრანგეთში B.1.640.2-ით ინფიცირების 12 შემთხვევაა დადასტურებული. პირველი შემთხვევა უკავშირდება პირს, რომელსაც დასავლეთ აფრიკაში, კამერუნში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა. ის კორონავირუსის წინააღმდეგ სრულად იყო
ვაქცინირებული. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ახალი ვარიანტის გაჩენა ხაზს უსვამს გენომური სეკვენირების მნიშვნელობას და აცხადებენ, რომ მათმა დაკვირვებებმა კიდევ ერთხელ აჩვენა ახალი SARS-CoV-2-ის ვარიანტების გაჩენის არაპროგნოზირებადობა.
ეპიდემიოლოგისა და ამერიკელ მეცნიერთა ფედერაციის თანამშრომლის, ერიკ ფეიგლ-დინგის თქმით, მიმდინარეობს ახალი ვარიანტის მონიტორინგი, რათა შეფასდეს, რამდენად გადამდები ან საშიში შეიძლება აღმოჩნდეს ის.
”ის, რაც ვარიანტს უფრო ცნობილსა და საშიშს ხდის, არის მუტაციების რაოდენობის გამო მისი გამრავლების უნარი. ეს არის შემთხვევა, როცა ის შემაშფოთებელი ვარიანტი ხდება, „ომიკრონის“ მსგავსად, რომელიც უფრო
გადამდებია და იმუნიტეტისგან თავის დაღწევას უკეთ ახერხებს. ჯერ კიდევ გასარკვევია, რომელ კატეგორიაში მოხვდება ეს ახალი ვარიანტი,“- აცხადებს ერიკ ფეიგლ-დინგი.

წყარო : independent.co.uk

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0