ბევრ ქვეყანაში 25-ე კადრი აკრძალულია, როგორც ადამიანის ფსიქიკაზე ნების საწინააღმდეგოდ ზემოქმედების მექნიზმი.
„ფარული შეტყობინების“ ( ოფიციალურად ასე ჰქვია 25-ე კადრს) მეთოდი პირველად 1957 წელს ამერიკელმა მარკეტერმა – ჯეიმს ვაიქერიმ – დააპატენტა. მან ფილმ „პიკნიკის“ ფირში ჩაამონტაჟა 1/30000 ხანგრძლივობის კადრი, რომელიც გახლდათ ერთგვარი მოწოდება: „დალიე კოკა-კოლა“, „გშია? ჭამე პოპ-კორნი“, არსებულ ტექსტს მაყურებლის თვალი ვერ აღიქვამდა, ფილმის მსვლელობას უადგილო კადრის ჩამატების გამო ხელი არ შეშლია, ჩვენების დასრულებისთანავე კი მაყურებლის 90% კოკა-კოლისა და პოპკორნის რიგში ჩადგა. ცდის ჩატარების შემდეგ, ვაიქერმა ექსპერიმენტების შედეგები წარადგინა, რასაც თავისთავად დიდი ხმაური მოჰყვა, მეთოდი ადამიანის მანიპულაციად გამოაცხადეს და მისი გამოყენება აკრძალეს.
რატომ ვერ აღიქვამს თვალი 25-ე კადრს? ექსპერტები გვიხსნიან, რომ თვალის ბადურა რეალურად წამში 25 კადრს კი აღიქვამს, მაგრამ ტვინს მხოლოდ 24-ის გაშიფვრა შეუძლია. ის ერთი კადრი კი არაცნობიერში იგზავნება, ილექება და ადამიანზე ზემოქმედებას ახდენს.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”