მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადების ინსცენირების გენერალური რეპეტიცია გაიმართა.
26 მაისს, 17:10 საათზე, ზუსტად იმ დროს, როდესაც 1918 წელს ნოე ჟორდანიამ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა, თბილისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში 100 წლის წინანდელი ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა მსახიობების მონაწილეობით გათამაშდება.
ერთი საუკუნის წინ ქვეყანა აცხადებდა, რომ დამოუკიდებლობის მაღალი სტანდარტი ექნებოდა და მის საზღვრებში დაიცავდა ყველა მოქალაქეს განურჩევლად სქესისა, სარწმუნოებისა, სოციალური მდგომარეობისა და ეროვნებისა.
26 მაისის სხვა ღონისძიებებთან ერთად, დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადების ინსცენირება საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაიგეგმა, მას პრემიერმინისტრი მაღალი რანგის სტუმრებთან ერთად დაესწრება.
26 მაისს, პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივითა და მოწვევით, თბილისს 7 პრეზიდენტი და 20-მდე ქვეყნის უმაღლესი რანგის დელეგაცია ეწვევა.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”