close
ასტრონომია - კოსმოსიკვლევები

ადამიანებს ბავშვების გაჩენა მარსზეც შეუძლიათ – კვლევა

ადამიანები დიდი ხანია მარსზე სიცოცხლის კვალს ეძებენ, ახლა კი აღმოჩნდა, რომ მათ თავადვე შეუძლიათ წითელ პლანეტაზე სიცოცხლის გაჩენა. სულ ცოტა ხნის წინ მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ძუძუმწოვრის სპერმა, სავარაუდოდ, მარსის პირობებსაც გაუძლებს ასობით წლის მანძილზე. ეს კი ნიშნავს, რომ ადამიანები მომავალში წითელ პლანეტაზეც შეძლებენ რეპროდუქციას.

“ეს აღმოჩენა ადამიანის მომავალ კოსმოსურ მისიებში წარმატების მისაღწევად ძალიან მნიშვნელოვანი იქნება”, — განუცხადა Daily Mail-ს კვლევის მთავარმა ავტორმა, პროფესორმა საიაკა ვაკაიამამ, იაპონიის იამანაშის უნივერსიტეტის მეცნიერმა.

თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ მეცნიერებს კოსმოსის რადიაციის ეფექტი ადამიანის სპერმაზე ჯერ არ შეუსწავლიათ. ნაცვლად ამისა, მეცნიერები დააკვირდნენ რადიაციის გავლენას თაგვების სპერმის ნიმუშებზე, რომლებიც მშრალად გაყინეს და რომელსაც 6 წლის მანძილზე ინახავდნენ ISS-ზე.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0